იგი როგორც გამგებლის სახელის შელახვას უკავშირდება, ასევე პირად შეურაცხყოფაში იზრდება და ყოველგვარ ეთიკურ ნორმას სცდება. ეს უსაფუძვლო განცხადებები ასევე უკავშირდება 24 ივნისს საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევას, რის გამოც მე დეპუტატთა ზეწოლაში დამადანაშაულეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საკრებულოს წევრთა არჩევანი მათი თავისუფალი ნების გამოხატვა იყო, ავთანდილ სურგულაძე აბსოლუტურად თავისუფალ რეჟიმში იქნა არჩეული და იქ მყოფმა საზოგადოებამ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა, მედიამ და არასამთავრობო სექტორმა ძალიან კარგად დაინახა, რომ არჩევნები სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდა. მე მზად ვარ მასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის, ვინაიდან მუნიციპალიტეტისა და ჩვენი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულნი ვართ რომ დაწყებული საქმე არ შევწყვიტოთ და საზოგადოებას შედეგი დავანახოთ. არაერთ საუბარს ვისმენ, რომ თითქოს მე მოსვლის დღიდან კლანურად ვმოქმედებ და გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად ვიღებ, რაც კიდევ ერთი უსამართლო ბრალდებაა, რასაც ასევე ემატება ეჭვები ჩემი უმაღლესი განათლებისა და კვალიფიკაციის შესახებ. 1996 წლიდან დღემდე სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ვმუშაობდი და თუკი ეს ინტერესის თემაა, შეუძლიათ ჩემს CV-ს გაეცნონ, ასევე ზღვარს სცდება საუბარი ჩემს ანაზღაურებასა და ე.წ ,,კომფორტულ“ პირობებზე. სწორედ ამიტომ მათ მინდა ვუთხრა, რომ ჩემი საქმიანობა არასდროს განმისაზღვრავს ხელფასითა და სხვა მატერიალური ფასეულობებით, მე ღრმად მწამს, რომ შენს კუთხეს შენვე უნდა გამოადგე, რადგან იგი სხვაზე მეტად შენ გტკივა და იცი რა უნდა გააკეთო მის საკეთილდღეოდ. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც მე დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტი მიკავია და მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო ჩემი მუნიციპალიტეტის ფეხზე დასაყენებლად. ჩემი როგორც ეკონომისტისა და მენეჯერული საქმიანობის საკმაო გამოცდილების მქონე ადამიანისათვის უმთავრესი ამოცანა საქმე და მხოლოდ საქმეა, რომლის კეთებაშიც ხელს ვერავინ და ვერაფერი ვერ შემიშლის! _ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელმა, კონსტანტინე შარაშენიძემ სოციალური ქსელით გაავრცელა.
Developed By Web Features 2025 © All rights reserved