ვახტანგ ბალავაძე ბაღდათში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ ხელისუფლებას და მოსახლეობას შეხვდა. მისი განცხადებით, ბაღდათის რაიონში ამ ეტაპზე შეჩერებულია ნაპირსამაგრი სამუშაოები და ამის გამო ადიდებული მდინარის შედეგად მოსახლეობის საკარმიდამო ხშირად იტბორება.
როგორც ბალავაძემ განაცხადა, რეგიონული განვითარების ფონდმა ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტი არ დააფინანსა. ასევე შეჩერდა რამდენიმე სოფლის გაზიფიცირება. ბალავაძე სიტუაციის ადგილზე გაცნობას შესაბამისი სამინისტროებისგან ითხოვს.