11 სექტემბრის ტრაგედიის შესახებ ყველა თქვენგანმა იცის, თუმცა, მიუხედავად ამისა, ალბათ, ბევრმა არ იცის იმ უცნაური დამთხვევების შესახებ, რომელიც ამ მოვლენას უკავშირდება და რომელიც გასაოცარი მისტიკური მინიშნებებისგან შედგება.
სახელწოდება ნიუ-იორკი “New York City” – 11 ასოსგან შედგება.
სახელწოდებაში ავღანეთი – “Afghanistan” ასევე 11 ასოა.
იმ ტერორისტის სახელი, რომელმაც ჯერ კიდევ 1996 წელს დაგეგმა ეს ტერაქტი იყო “Ramsin Yusub” და მისი სახელიც 11 ასოსგან შედგებოდა.
ამერიკის იმჟამინდელი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის სახელიც “George W Bush” ასევე 11 ასოს შეადგენდა.
ნიუ იორკის შტატი, რიგით მე-11 შტატად არის მიჩნეული.
თვითმფრინავში ნომრით 11 – 92 ადამიანი იჯდა – (9+2=11).
ტრაგედია მოხდა 11 სექტემბერს ანუ 11.09 – 1+1+9=11.
ამერიკის შეერთებული შტატების გადაუდებელი დახმარების სამსახურის ნომერი ალბათ იცით რომ არის 911, ახლა დაშალეთ ეს ციფრი – 9+1+1=11.
აფეთქებული თვითმფრინავის ბორტზე მგზავრთა რაოდენობა იყო 254 ანუ (2+5+4 =11).
11 სექტემბერი წელიწადის 254-ე დღეა – (2+5+4 =11).