ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ გვაქვს 9, 12, 15 ახალი შემთხვევა დღიურად. თუმცა, ეს პროგნოზირებული იყო შეზღუდვების შემსუბუქების პროცესის ფარგლებში. ყველა ეს შემთხვევა დეტალურად გამოვიკვლიეთ. მხოლოდ 11 შემთხვევასთან გვაქვს პრობლემა. პირველწყაროს ვერ მივაგენით“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა Atlantic Council-ის ვებინარზე განაცხდა.
„მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ერთი მხრივ, მთავრობის მიერ მიღებული ზომები და მეორე მხრივ, საზოგადოების მხრიდან ამ ზომების დაცვა, საკმაოდ კოორდინირებული იყო. ეს ერთ-ერთი მაჩვენებელი იყო იმისა, რომ დღეს ასეთი ეპიდსიტუაცია გვაქვს. არ ვიცით, მომავალში როგორ იქნება, ვინაიდან 27 აპრილიდან შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დავიწყეთ, მთავრობამ 6-ეტაპიანი პროგრამა შეიმუშავა. ამ შეზღუდვების 80% უკვე შემსუბუქებულია. პროგნოზი იყო, რომ შემთხვევების მცირე ზრდა შესაძლებელია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ გვაქვს 9, 12, 15 ახალი შემთხვევა დღიურად. თუმცა, ეს პროგნოზირებული იყო შეზღუდვების შემსუბუქების პროცესის ფარგლებში.
ეს აბსოლუტურად მართვადია ჯანდაცვის სექტორის მხრიდან. ყველა ეს შემთხვევა დეტალურად გამოვიკვლიეთ. მხოლოდ 11 შემთხვევასთან მიმართებით გვაქვს პრობლემა. პირველწყაროს ვერ მივაგენით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.