11 წლის მოზარდი საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულიდან გადმოვრადა. შემთხვევა რუსთავში, დაახლოებით, 3 საათის წინ მოხდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.