ენმ-მ ხვალ, 29 ნოემბერს, დილის 11:00 საათზე, საქალაქო სასამართლოსთან შეკრება დააანონსა. სწორედ ამ დროსაა ჩანიშნული მიხეილ სააკაშვილის პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მიიყვანენ თუ არა თავად მესამე პრეზიდენტს სასამართლოში.
მიხეილ სააკაშვილი 2 პროცესს სხვადასხვა მიზეზის გამო არ დაასწრეს, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ სისუსტის მიუხედავად, ჯანმრთელობის მდგომარეობა მას ხელს არ შეუშლის ხვალინდელ სხდომას დაესწროს.
რას გადაწყვეტს იუსტიციის სამინისტრო, სავარაუდოდ ხვალ დილით გახდება ცნობილი.