ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღევანდელი ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამის თაობაზე პრეზიდენტს მიმართავენ. ივლისის თვეში ორი სასესიო კვირა იქნება, აგვისტოს პირველ რიცხვებში კი პარლამენტი საგაზაფხულო სესიებს დაასრულებს.
“9 ივლისიდან დაიწყება რიგგარეშე სესიები და იგივე რეჟიმში დავრჩებით, რა რეჟიმშიც ვართ. ივლისში სხდომის დღეები გვექნება: სამშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი და, შესაძლოა, ხუთშაბათიც იყოს. რიგგარეშე სესია აგვისტოს პირველ რიცხვებში დასრულდება _ ამის შესახებ უნდა მივმართოთ საქართველოს პრეზიდენტს. ივლისის განმავლობაში გამოვა 2 სასესიო კვირა, ამიტომ ჩვეულებრივი წესით განვიხილავთ ყველა კანონპროექტს,” _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.