წულაიას ამ ფაქტის დასამტკიცებელ გარემოებად ის მოჰყავს, რომ მერაბიშვილი ქარხნის მშენებლობის პროცესის გასაცნობად, ქუთაისს ხშირად ღამით სტუმრობდა, ხოლო როცა 2011 წელს, “ჰერკულესის” მუშები გაიფიცნენ, სპეცნაზი თბილისიდან ჩამოიყვანეს.
“არც ერთი საწარმოს მუშების დროს არ ყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტრო ასე მობილიზებული. პირველი ოქტომბრის შემდეგ, „ჰერკულესი” გაჩერდა, ვანოს დაჭერის შემდეგ კი ქარხანა ისევ ამუშავდა. თუმცა, მუშები ისევ არაადამიანურ პირობებში მუშაობენ. 21-ე საუკუნეში ადამიანებს, როგორც მონებს, 12 საათს ამუშავებენ. მე მოვითხოვ, გამოიძიონ 2011 წელს ქარხნის მუშების დარბევის საქმე, ვინ გასცა მათი დაშლის ბრძანება. ასევე, უნდა მოხდეს მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასების ზრდა,” _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას “თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენელმა იმერეთში გოგი წულაიამ.