კანონპროექტის ინიციატორი “ქართული ოცნება _ ეროვნული ფორუმია”.
ერთ-ერთი ინიციატორის თეიმურაზ მაისურაძის განცხადებით, ჯარიმების განახევრებასთან ერთად გადაიხედება ჯარიმების გადახდის ვადა და პროცედურები. თუმცა, აღნიშნული კანონპროექტის განხილვა საგაზაფხულო სესიაზე არ ესწრება და მას საშემოდგომო სესიებზე განიხილავენ
“ეს საკითხი ეხება არამარტო საჯარიმო ნაწილს. ჩვენ ინიციატივა დავაყენეთ, რომ ჯარიმების გადაუხდელობის შემთხვევაში, საურავების განახევრებაზე და ვადების გაზრდაზეც ვიმსჯელოთ. მოსახლეობა ვერ ახერხებს ამ საჯარიმო თანხების მოკლე დროში გადახდას. მძიმე ჯარიმებს არ ვეხებით, მაგრამ მსუბუქ დარღვევების ჯარიმების განახევრება გვინდა,” _ განაცხადა თეიმურაზ მაისურაძემ.