_ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის. წერეთელი აღნიშნავს, რომ პროცესი, რომელიც დაიწყო ნატოში გასაწევრიანებლად, უნდა გაგრძელდეს და უკეთესი შედეგები დაიდოს.
“უპირველეს ყოვლისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მაღალი რანგის შეხვედრა საქართველოში ტარდება. უფრო მნიშვნელოვანია შეხვედრაზე აღნიშნული, რომ საქართველოს აქვს კარგი პერსპექტივა, პრაქტიკულიც და თეორიულიც, გახდეს ნატოს წევრი. აღინიშნა ის პროგრესი, რაც წინა წლებში იყო მიღწეული; ეს უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო უკეთესი შედეგები იქნება. ის სურვილი, რაც გამოითქვა საქართველოში უკეთესი პოლიტიკური სიტუაციის შექმნის, კოჰაბიტაციის და დემოკრატიული პროცესის გაღრმავების, იქნება საფუძველი იმისა, რომ ჩვენ კიდევ უფრო სწრაფად მოვახერხებთ ნატოში გაწევრიანებას,“ _ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა.