_ დღეს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგები, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა საკრებულოს წევრმა, გელა ომანიძემ. ეს არის მხოლოდ ერთი ფრაგმენტი იმ პოლიტიკური დევნისა, რასაც განიცდიან ფრაქციის წევრები.
მიუხედავად მძაფრი დაძაბულობისა, პოლიტიკური დაპირისპირების მიზანს ყოველთვის უნდა წარმოადგენდეს საერთო საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა და ადამიანების კონკრეტული პრობლემების მოგვარებისკენ სწრაფვა. ის არ უნდა სცილდებოდეს სამართლებრივ ჩარჩოს და არ უნდა იღებდეს ხისტ და ხშირ შემთხვევებში უხეშ ფორმებს. სწორედ ამ და სხვა პრობლემატური საკითხების განხილვის მიზნით მიმართა მიმდინარე წლის 18 მარტს საკრებულოს თავმჯდომარემ, ბატონმა ზაალ სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს. საგულისხმოა, რომ ამგვარი პოლიტიკური დევნისა და ზეწოლის ფაქტები, სულ უფრო მეტი ინტენსვიობით აისახება ჩვენი უცხოელი პარტნიორების შეფასებებში, კერძოდ სწორედ ამ ტიპის ზეწოლებზეა საუბარი, რამოდენიმე დღის წინ, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმართველობის კონგრესის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშიც” _ აღნიშნულია განცხადებაში.