ხოლო საქართველოს მთავრობას თხოვნით მიმართავს დაეხმაროს, რომ შენობა პარლამენტის საკუთრებაში გადავიდეს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ითქვა.
სხდომაზე, კომიტეტმა აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული, ქალაქ ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის სასახლის მშენებლობისათვის სახსრების მოპოვების, ხარჯვის მიზნობრიობისა და კანონიერების აუდიტის ანგარიშის შესახებ ინფორმაცია მოისმინა, რომელიც კომიტეტს სამსახურის ხელმძღვანელმა, ლაშა თორდიამ გააცნო.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აუდიტი ჩატარდა იმ მიზნით, რომ დახმარება გაუწიოს ქუთაისში პარლამენტის სასახლის მშენებლობისათვის სახსრების მოპოვებისა და ხარჯვის მიზნობრიობისა და კანონიერების გარკვევაში. საკითხის განხილვაში მონაწილეობდნენ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის სამსახურის, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, სხვადასხვა დარგის ექსპერტები. ანგარიშით გამოიკვეთა, რომ თანხები გახარჯულია არამიზნობრივად, მშენებლობა განხორციელებულია ნებართვის გარეშე, არ ჩატარებულა V კლასის შენობა-ნაგებობისთვის განსაზღვრული სავალდებულო საექსპერტო შეფასების პროცედურები, გამოვლენილია სხვადასხვა ხასიათის დარღვევები. აუდიტის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით პარლამენტის სასახლის მშენებლობისას სხვადასხვა სახის დარღვევებია გამოვლენილი.