როგორც შემდეგ გაირკვა, ოცდასამივე დაკავებულები მოწმის სახით დაიკითხა და შემდეგ განთავისუფლდნენ. საღამოს მათი დაკავება ხელახლა მოხდა.
მერიის თანამშრომელთა ხელახალი დაკავების ფაქტზე ვალერი ხაბურძანიამ კომენტარი გააკეთა და განაცხადა:
_ სამწუხაროა, რომ ჩვენს სამართალდამცავებზე ნატოს გენერალური მდივანი იმდენად დაშინებით-შემაშფოთებელ გავლენას ახდენს, რომ ცხონებული თენგიზ ჩანტლაძის არ იყოს, ზოგი მათგანი მეორედ არ დაიჭირეს…
_ არსებობს მოსაზრება, რომ ეს დაკავება ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟია. რას იტყვით ამაზე?
_ ეს უფრო სამართალდამცავების არათანმიმდევრულობის, გადაუწყვეტელობის, არათვითდარწმუნებულობის და, თუ გნებავთ, დაბალი პროფესიონალიზმის მაჩვენებელია.
_ გამორიცხავთ, რომ ამ დაკავებებს პოლიტიკური სარჩული უდევთ?
_ თუ ეს სარჩული 50-მილიონიანია, ნამეტანი ძვირი ღირებულა, თანაც ეს, როგორც ჩანს, განგრძობადი და ახლახან მიმდინარე დანაშაულია.
_ როგორ ფიქრობთ, უგულავაც გაიზიარებს თანამშრომელთა ხვედრს?
_ თუ სააკაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილი-თარგამაძის შემთხვევაში, ელიტარულ კორუფციასთან გვქონდა საქმე, მერიის შემთხვევაში, უგულავამ დამტაცებელ-ქურდბაცაცათა ბანდა შექმნა. სამართლიანობა და სამართალი მოითხოვს, მანაც იგივე ბედი გაიზიაროს.



































































