https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დაკეტილი საბავშვო ბაღი ევრორემონტით!

21:05; 10.05.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

სოფელში ძირითადი მაცხოვრებელი 380 კომლია. იგი ერთ-ერთი მდიდარი სოფელი იყო და მოსახლეობის 80 პროცენტი ჩაის ინდუსტრიაში იყო დასაქმებული. ახლა კი სოფელს არანაირი შემოსავალი არ აქვს და მცირე საოჯახო სიმდიდრეს, ძირითადად თხილი წარმოადგენს. მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, სოფელში ჯერ საგაზაფხულო სამუშაოები არ დაწყებულა და ისევე, როგორც ყველა სოფელს და გლეხს, ხეირი არც ნაგომარს აყრია. სოფელში მხოლოდ ერთი სავაჭრო მაღაზიაა. მძიმე ეკონომიკური პირობებით ხალხი არაქათგამოცლილია და, როგორც თვითონ ამბობენ, ყოველდღიურად ებრძვიან რთულ ყოფა-ცხოვრებას. ნაგომრელთა განცვიფრებას იწვევს ერთი, მხოლოდ ქართული რეალობისთვის დამახასიათებელი ფაქტი: გასულ წელს, სოფლის პროგრამით გათვალისწინებული თანხით, ევრორემონტი ჩაუტარდა ნაგომრის საბავშვო ბაღს, რომელსაც… აღსაზრდელები არ ჰყავს, ბაღი ცარიელია! შენობას ჰყავს ხელფასიანი დარაჯი, ვინც უბავშვებო, ევრორემონტჩატარებულ შენობას იცავს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში მცხოვრები მანანა დათუნაშვილი “გურია ნიუსთან” სოფლის პრობლემების შესახებ საუბრობს:

_ პრობლემები ჩვენს სოფელში რომ არის, იმაზე მეტი სად იქნება?! ნაგომარი ადრე ძალიან ძლიერი სოფელი იყო, ყველაფერი გვქონდა, ახლა ძალიან უჭირს სოფელს, გზები ჩვენთან არაა და გაზი. არადა, გაზის მთავარი მილი აქ გადის. იყვნენ გამგეობიდან მოსულები, კრება ჩაატარეს, გვითხრეს, 30 000 ლარი გადმოირიცხებაო. ხალხმა გზის გაკეთება მოითხოვა, რადგან გაზის და წყლის შემოყვანას ეს თანხა არ ყოფნიდა. ბევრს აქვს ეზოში ჭა, მაგრამ ზაფხულის პაპანაქებაში შრება და მერე უწყლოდ არიან, საიდან ეზიდებიან მერე და როგორ წვალობენ, კაცმა არ იცის.

_ ახლა ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ხვნა-თესვასთან არის დაკავშირებული. ვერ აგიწერთ რა მდგომარეობაა; ამ პერიოდში ხალხს თავის გატანაც უჭირს. ზოგს აქვს პენსია და ერთეულებს _ დახმარება, მაგრამ დანარჩენმა ოჯახებმა რა უნდა ქნან? დილა რომ გათენდება, შევიკრიბებით მეზობლები და იწყება იმაზე მსჯელობა, რა უნდა ვქნათ, როგორ დავთესოთ ყანები, სად ვიშოვოთ საწვავი… შარშან გაკეთდა ბაღის შენობა სოფლის დახმარების პროგრამით, მაგრამ არ ფუნქციონირებს. რაში დახარჯეს ფული? ბევრი ოჯახია, რომ ბაღი სჭირდება. შენობა გაკეთდა და ბაღი არ ფუნქციონირებს. ამხელა სოფელში რომ ბაღი არ იქნება, სასაცილოა თუ სატირალი?! ასევე სტადიონი გააკეთეს და ნეტა, ნახავდეთ, ის თუ გაკეთებულია. რამხელა თანხა წავიდა სტადიონის გაკეთებაში და ფაქტიურად, ჭაობია. ბავშვებს მეტი გზა არ აქვთ, ჭაობში თამაშობენ. ფიზკულტურის გაკვეთილები რომ იქ ჩატარდება, ხან საქონლებთან ერთად, ხან _ ქათმებთან და ღორებთან, გაკვეთილი ჰქვია? დარბაზი არ აქვთ სკოლაში. არანაირი შემოსავალი, ცოტა თხილის გარდა, სოფელ ნაგომარს არ აქვს. ჩემი მეუღლე დასაქმებული არაა, თუ რაიმე ფიზიკური სამუშაო გამოჩნდება, პერიოდულად მუშაობს. მე პურის ფულს ვაკეთებ. მოიარეთ სოფელი, ნახეთ, რამდენი გაჭირვებულია.

_ ნორმალური გზა არ გვაქვს. ერთი თვის წინ დადიოდნენ, ხელს აწერინებდნენ _ თანხა არის შემოსული, გზას გავაკეთებთო. აქ რომ გაიაროთ, ნახავთ, როგორი საშინელი გზებია. ტრანსპორტი ჩვენამდე არ აღწევს, ბავშვებს უჭირთ ცუდ ამინდში სკოლაში სიარული. ამხელა სოფელში ყველაფერი დაინგრა. ჩვენ, ნაგომრის მოსახლეობა მიჩვეული ვიყავით ძალიან კარგ ყოფას _ ხალხი ჩაის კრეფდა და ფასი ჰქონდა ამ ყველაფერს. იყო ყველანაირი მაღაზია, არაჩვეულებრივი კულტურის სახლი გვქონდა… ახლა კი ხედავთ, როგორი დანგრეულია. გამკეთებელი არავინაა. მეთორმეტეკლასელებს ბოლო ზარის ზეიმის ჩატარება სად მოუწევთ, არ ვიცით. ჩამპალია იქ ყველაფერი. კარგად გვახსოვს, კულტურის სახლის შენარჩუნებაზე რომ იყო საუბარი, რამდენიმე სოფელი ერთმანეთს შეეჯიბრა. რომელი სოფელი მოახერხებდა შენარჩუნებას და იმდენი გავაკეთეთ, რომ კულტურის სახლი არ გაუქმებულიყო. ახლა წაშლილია ყველაფერი. სკოლას დარბაზი არ აქვს. ფიზკულტურის გაკვეთილს მასწავლებელი ვერ ატარებს იმის გამო, რომ დარბაზში ცემენტის მტვერია. ინსტრუმენტები გვქონდა, ხალხური საკრავები _ გაქრა ყველაფერი, _ ამბობენ ჩვენთან საუბარში ნაგომრის მცხოვრებნი.

ზური დოლიძე, სოფელ ნაგომრის მკვიდრი: _ რა მაწუხებს? ავადმყოფი მეუღლე მყავს სახლში. ყოველდღე წამლები სჭირდება, სად მაქვს ამდენი ფული? ვერსად ვერ ვმუშაობ; სად წავიდე, მოვიპარო?! ჩემი შემოსავალი რა არის? ერთი ძროხა მყავს, გავყიდი ყველს, ვიყიდი 14-ლარიან ქატოს, ქალაქში ჩავალ და ამოვალ, 3 ლარი გზაში მჭირდება… ესაა და ეს! ყანა რით დავთესო, საწვავი ხომ უნდა ვიყიდო?! საწვავი ორი ლარი და 25 თეთრია _ სად ვიშოვო ეს ფული, ვის მოვახვიო ჩემი გაჭირვება თავზე?! ან ვინ მოგხედავს, ყველას უჭირს. შარშან არ იყო მოსავალი, დაწვა მზემ ყველაფერი. ჩვენთან არ დათესავენ მაგ ყვითელ სიმინდს. ჩემ გაჭირვებას ყველგან ვიტყვი, არ მეშინია და არც მრცხვენია! სხვაზე რა ვილაპარაკო, სკოლაში ბავშვებს სასმელი წყალი არ აქვთ!

სოფელ ნაგომარში სკოლის პრობლემებითაც დავინტერესდით. ნაგომრის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ მეთორმეტე კლასს წელს 16 მოზარდი ამთავრებს.

_ გულისწყრომას გამოვხატავთ, არ ვიცით, ბოლო ზარი როგორ გავაკეთოთ, კულტურის სახლში არ გაკეთდებაო. არ გვაქვს სტადიონი, აი, ნახეთ თუ ეტყობა ამ სტადიონს რამე გაკეთებულის! გასართობი სოფელში არაფერი გვაქვს. ბოლო ზარზე კლუბში კისერი მოვიტეხოთ? კი, ბატონო, სკოლას ხედი ნამდვილად კარგი აქვს, მაგრამ ეს კმარა?! _ ამბობენ ახალგაზრდები.

სკოლის დირექტორი ნოდარ წიტაიშვილი, სამწუხაროდ, კანონს არღვევს და სკოლა თავის კერძო საკუთრებად მიაჩნია _ სხვა შემთხვევაში, იგი საჯარო ადგილის _ სკოლის დარბაზის გადაღების უფლებას მოგვცემდა. იგი ამბობს, რომ სკოლაში რემონტი გაკეთდა, დარბაზში დაისხა ცემენტის იატაკი, წელს დააგებენ საფენს:

_ დარბაზში ხის იატაკის დაგება არ შეიძლებოდა; პრობლემების მეტი რა გვაქვს, რომ შემოხვალთ ამ ფოიეში, კი ხედავთ, რომ უამრავი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ თანდათან გავაკეთებთ. მართალია სკოლას არ აქვს წყალი, მაგრამ მალე მოვაგვარებთ ამ საკითხს. ჩვენ ხომ ცალკე ბიუჯეტი გვაქვს და წელს იყო ჩასმული, რომ წყლის პრობლემა მოგვარდებოდა. პირველ რიგში, დარბაზის პრობლემაა, მეორეა _ წყალი. ასე რომ, აგვისტოსთვის წყალიც გვექნება. ვემზადებით ბოლო ზარისთვის. ღონისძიებაზე 14 ან 15 მაისს თქვენც გეპატიჟებით. ყველაფერი 100 პროცენტით არ კეთდება, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით, შარშან ის გაკეთდა, წელს სხვა და ასე შემდეგ.

_ ბატონო ნოდარ, ბოლო ზარი სად ჩატარდება? ბავშვები ამბობენ, რომ დანგრეულ კლუბში ღონისძიების გამართვა შეუძლებელი იქნება.

_ სკოლაში ჩატარდება, ჩვენ გვაქვს ოთახი გამოყოფილი, სადაც სცენაც გამოვყავით. აი, ნახავთ, ბოლო ზარამდე ღონისძიებას ვგეგმავთ და თუ რაიმე არ მოგეწონებათ, მერე შეგიძლიათ თქვათ. პრობლემა არ იქნება. შარშანაც ასე იყო კულტურის სახლი, მაგრამ მოვაწესრიგეთ და იქ ჩატარდა. კულტურის სახლი ყველამ დაანგრია _ ხელისუფლებას არ დაუნგრევია, ეს ყველაფერი დრომ მოიტანა. სკოლა ნებისმიერი ადამიანის საზრუნავია. ფიზკულტურის გაკვეთილებიც ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს სულ 126 ბავშვი სწავლობს. ახლა 9 პირველკლასელი გვყავს, მომავალი წლისთვის კი 10 ბავშვის ინფორმაცია გვაქვს.

ბატონი ნოდარი წუხს, რომ მაღალი მიგრაციაა და სოფელი იცლება.

სოფლის რწმუნებულს ვანო კიღურაძეს შევეხმიანეთ, რომელმაც არ მოისურვა ჩვენს კითხვებზე პასუხი გაეცა. მისი თქმით, ჯერ თათბირზე იყო და მერე კი, არ იცოდა, გამონახავდა თუ არა ჩვენთვის დროს.

_ თუ კითხვები გაგაჩნიათ, წერილობით მოგვმართეთ, _ “მსხვილ” ჩინოვნიკებს სასაცილოდ მიბაძა სოფლის რწმუნებულმა.

_ ბატონო ვანო, სად გამოგიგზავნოთ კითხვები?

_ ჩვენთან ნაგომარში, კოლმეურნეობის შენობაში, მოგვმართეთ წერილობით. არ მცალია, თათბირზე ვარ და გადარბენაზე… ახლა უნდა გავთიშო რა, თორემ ამისთვის საყვედურს მივიღებ, _ “კოლმეურნეობაში” წერილობითი კითხვების დატოვებისკენ მიგვასწავლა “გადარბენაზე” მყოფმა კიღურაძემ, რომელსაც “გურია ნიუსთან” საუბრის გამო “უფროსების” საყვედურის უფრო ეშინია, ვიდრე სოფლის უმძიმეს მდგომარეობაში ყოფნის! სულ ცოტა ხნის წინ, გურიაში უმსხვილესი სოფლის, რომელსაც ევრორემონტიანი ბაღის დაკეტილი შენობა კი აქვს, მაგრამ პირველ კლასში მხოლოდ 9 პატარა დაუდის!

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომრის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბოლქვაძე “გურია ნიუსთან” საუბარს არ გაურბის და ამბობს, რომ შარშან სოფლის დახმარების პროგრამით განსაზღვრული თანხით საბავშვო ბაღს ევრორემონტი ჩაუტარდა.

_ მართალია, ევრორემონტი ჩატარდა, მაგრამ საბავშვო ბაღი დღეს არ ფუნქციონირებს _ ბიუჯეტში არ არის საკმარისი თანხა მისი ფუნქციონირებისთვის. პედაგოგების ხელფასებსა და ბავშვების კვებას ხომ საკმაო თანხა სჭირდება?

მე დამნაშავედ მოსახლეობასაც მივიჩნევ და იცით, რატომ? როცა რეალობის წინაშე დადგებიან, მაშინ ატეხენ ფუსფუსს, მითქმა-მოთქმას, მაგრამ მერე, უცებ, ერთ კვირაში მაინც გამონახავენ ყანების დასათეს საშუალებას, თუმცა, წლეულს ჯერ საგაზაფხულო სამუშაოები მართლაც არ დაწყებულა…

შარშან და შარშანწინ სოფლის დახმარების პროგრამით ჭა და სტადიონი გავაკეთეთ. მართალია, რომ ნაგომარს მხოლოდ თხილის მცირე შემოსავალი აქვს, ციტრუსი ნაკლებად ხარობს, ნაგომრის მიწას სერიოზული დამუშავება უნდა, რაღაც შედეგი რომ მიიღო.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

როგორ ცხოვრობენ ადამიანები 21-ე საუკუნეში _ ფოტორეპორტაჟი

ვეტერანები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ

ყველა სიახლე

ზაფრანი

როგორ მივაღწიოთ წარმატებას სამსახურში

22:34; 24.12.2025
ზაფრანი

რემონტი და …ასტროლოგია

22:23; 24.12.2025
ზაფრანი

როგორ შევარჩიოთ ძვირფასი ქვა სახელის მიხედვით

22:18; 24.12.2025
საზოგადოება

სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს

22:10; 24.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მატარებლით მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება

22:02; 24.12.2025
ფინანსები

„ჰილს კონსტრაქშენი” ვაშლიჯვარში „კომფორტ ჰილსის” პროექტს ახორციელებს – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

18:38; 24.12.2025
ფინანსები

რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით?

17:35; 24.12.2025
სამართალი

ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

17:29; 24.12.2025
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:20; 24.12.2025
ფინანსები

შეიძინეთ სასურველი ნივთი საქართველოს ბანკის QR განვადებით და მიიღეთ 20,000 PLUS ქულა საჩუქრად

17:01; 24.12.2025
ფინანსები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

16:54; 24.12.2025
სამართალი

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფატქზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

16:30; 24.12.2025
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:18; 24.12.2025
ფინანსები

შექმენი პირველი შეთავაზება Ads მენეჯერში – საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესს

16:04; 24.12.2025
ფინანსები

შეიძინეთ სასურველი ნივთი საქართველოს ბანკის QR განვადებით და მიიღეთ 20,000 PLUS ქულა საჩუქრად

14:37; 24.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო