“ბოლომდე ვერ ვუყურე, რაღაც ნაწილი ვნახეთ. ამას ვერანაირი ემოციით ვერ გადმოსცემ, ეს არაადამიანურია. არ ვიცი, როგორ შეიძლება ახსნა ან გაამართლო მსგავსი საზიზღრობა. მით უმეტეს მაშინ, როცა ეს ხდებოდა ოფიციალურ სტრუქტურებში, პოლიციის მაღალჩინოსნების დავალებით და მონაწილეობით. ამის ახსნა როგორ უნდა მოხდეს, არ ვიცი. მსგავსი სისაძაგლე და სისასტიკე მე არ მინახავს,” _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში თავდაცვის კომიტეტის დახურული სხდომა მიმდინარეობდა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კომიტეტის სხდომის თემა სამეგრელოს საცავებში აღმოჩენილი ჩანაწერები და ჯიჰადის თემაზე გავრცელებული ვიდეო რგოლები იყო.