(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ომის დამთავრების 66-ე წლისთავი ჩოხატაურელმა ვეტერანებმა, კინოთეატრ „გურიას” ეზოში, სტალინის ძეგლთან აღნიშნეს. როგორც გვითხრეს, ჩოხატაურს სულ 37 ომის ვეტერანი ჰყავს, რომელთაგანც ამ მნიშვნელოვანი დღის საზეიმოდ აღნიშვნა ყველამ ვერ მოახერხა, რადგან ბევრ მათგანს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.
ვეტერანებს 9 მაისი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა მიულოცეს.
ღონისძიება, სიმღერებით ანსამბლმა „მანდილმა” გაალამაზა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და გამგეობამ ყველა ვეტერანს 50 ლარი და მაჯის საათი გადასცა.