https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

    „უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

    ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

    „უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

    ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ქორწილი არა, ქელეხია!” _ რუხი კარდინალი და აქცია “სეფაში”

16:07; 2.07.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“გურია ნიუსთან” ინტერვიუში ისინი ამბობდნენ, რომ შარაშენიძე “ნაციონალების” კადრი იყო და მას დეპუტატი მფარველობდა. იმავე ინტერვიუში (რომლის ნაწილი “გურია ნიუსის” ვებგვერდზე გამოქვეყნდა) აღნიშნავდნენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში შარაშენიძემ საწვავის ტალონები “გააპრავა” და ფული “მოტეხა”.

ჩვენს კითხვაზე, იყო თუ არა ამაში გარეული მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე, გვიპასუხეს, რომ არსებობდა მტკიცებულებები, რომელიც საწვავის “მოტეხვის” ფაქტს ადასტურებდა. უფრო მეტიც, შარაშენიძის ოპოზიციაში მყოფი ადამიანების თქმით, ეს დოკუმენტები პარლამენტში გაიგზავნებოდა: _ კვაჭანტირაძეს ხომ არ ჰგონია, რომ მან მოიგო არჩევნები?! ბიძინა ივანიშვილს ჯოხიც რომ დაეყენებინა, ისიც კი მოიგებდა. ჩვენ, როცა ხალხში დავდიოდით, სწორედ იმას ვეუბნებოდით, რომ ხმა ბიძინასთვის უნდა მიეცათ. ზვიადს ოზურგეთში ბევრი არ იცნობდა, _ ამბობდა ჩვენთან ვიდეოინტერვიუში კოალიციის ერთ-ერთი წევრი, ნუგზარ გიორგაძე.

გიორგაძე, სხვა თანამოაზრეებთან ერთად, დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ, კარავში ცხოვრობს და შარაშენიძის გადადგომას ითხოვს. ეს მოთხოვნა, როგორც ჩვენი მკითხველისთვის არის ცნობილი, ხმამაღლა მას შემდეგ გაჟღერდა, რაც საკრებულოს თავმჯდომარედ ოზურგეთის დეპუტატის რჩეული, დიმიტრი კვერღელიძე ვერ გავიდა.

სამ კარავს რამდენიმე დღის წინ “სეფაც” შეემატა, სადაც აქციის მონაწილეები დღის მნიშვნელოვან ნაწილს ატარებენ და უამინდობასაც ეფარებიან:

_ გურულები ხომ ნოვატორები ვართ? გამგეობის წინ გაშლილი “სეფა”, სადაც აქციის მონაწილეები სხედან, საქართველოში არსად არ ყოფილა _ ჩვენ პირველები ვართ, _ ამაყად გვითხრეს აქციის მონაწილეებმა.

გიორგაძეს და მის თანამოაზრეებს შარაშენიძის გადადგომასთან ერთად სხვა მოთხოვნებიც აქვთ: შემოწმდეს გამგეობის საქმიანობა 2009 წლიდან დღემდე _ ჩაერთოს ამ საკითხებში შსს, გენერალური პროკურატურა… გადადგეს უშიშროების სამსახურის უფროსი, აკაკი სიხარულიძე.

ეს პრეტენზიები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ახალი არ არის. სიახლე მხოლოდ ისა, რომ პრეტენზიები პლაკატებზე გადმოიტანეს და აქციას მიმართეს. ამასთან ერთად, კითხვები აღარც დეპუტატ კვაჭანტირაძის მიმართ არსებობს, რომელსაც, როგორც ზურაბ გიორგაძესთან საუბრიდან გავარკვიეთ, შეცდომები გამოსწორებული აქვს:

_ მე თქვენთან ინტერვიუში, ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვაფიქსირებდი, რომ “ქართულ ოცნებაში” შეიძლება შემოპარულიყო ის ხალხი, რომლებიც “ნაციონალურ მOძრაობას” წარმოადგენდნენ. მე ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის გამო დამსაჯეს _ პავლონიები გამიჩეხეს. მთელი ჩვენი გუნდის, ამ მხურვალე ბიჭების თავგანწირვა იყო, რომ შედეგი დაგვედო. ვატყობდით, რომ ბევრი ხელისშემშლელი გვყავდა. ეს იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მოიაზრებოდნენ იმ იერარქიებში, რომელსაც პირველი პირები ჰქვიათ. ფაქტობრივად, ეს ყველაფერი დღეს გამოჩნდა. ვიღაცას გონია, რომ ჩვენ ოპოზიციაში აღმოვჩნდით. ჩვენ ვართ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერები. ვართ, ვიყავით და ვიქნებით “ნაციონალების” ოპოზიციაში, _ გვითხრა გიორგაძემ.

_ ბატონო ნუგზარ, ჩვენი წინა ინტერვიუს დროს საუბარი იყო საწვავის თანხების არამიზნობრივად ხარჯვაზე. თქვენი ბრალდებების ერთ-ერთი ადრესატი ზვიად კვაჭანტირაძეც იყო. გაარკვიეთ, რომ საწვავის თანხის “მოტეხვაში” მას წილი არ ჰქონდა ან შარაშენიძეს იმ საქმეებს არ “უპრავებდა”, რომლებზეც თქვენ საუბრობდით?

_ ნებისმიერ ადამიანს მოსდის შეცდომა _ უშეცდომო არავინ არაა. არსებობს შეცდომა და არსებობს შეცდომის გამოსწორება. მე არასოდეს დამიფიქსირებია, რომ ზვიად კვაჭანტირაძე ბენზინებში ან რაღაც ასეთ საკითხებში იყო გარეული. მე გული მტკიოდა, რომ ეს კაცი, ფაქტობრივად, აქ არ ცხოვრობდა და შექმნილი სიტუაცია არ იცოდა. ტალონები თვითონ კოტეს ჩამოჰქონდა.

_ თქვენთან მოსვლამდე კიდევ ერთხელ მოვუსმინეთ ძველ ინტერვიუს, სადაც ჩვენს კითხვაზე _ იცოდა თუ არა ზვიად კვაჭანტირაძემ საწვავის არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ, მის კავშირს ამ საქმესთან არ უარყოფდით და დეპუტატსაც უსვამდით შარაშენიძის ანალოგიურ შეკითხვებს _ რა მოუვიდა იმდენ საწვავს…

_ წარმოიდგინეთ, ჩვენ, ოთხი კაცი ვართ ბირთვი და ამ ოთხ კაცში მოდის განაწილება _ მე არ ვიცი, რამდენად. მე, უბრალოდ, მქონდა ეჭვის ნიადაგი. ვკითხულობდი, რატომ არ აძლევდნენ საწვავს გულანთებულ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის საქმისთვის საკუთარ ფულს ხარჯავდნენ. ერთი კოორდინატორიც კი ვერ იტყვის, რომ რომელიმეს ნორმალურად ჰქონდა საწვავი. მაშინაც გითხარით _ არსებობს ფაქტები, რომ ტექპასპორტები მიატანინეს, დააფიქსირეს, რომ საწვავი გაეწერათ, მაგრამ არავის გადაუმოწმებია, იყო თუ არა იმ მანქანებში საწვავი ჩასხმული.

_ ამ საკითხებში გასარკვევად პარლამენტისთვის აპირებდით მიმართვას. არ მიგიმართავთ?

_ ჩვენ მივმართეთ ყველა ინსტანციას. გავაგზავნეთ პეტიცია, რომელზეც ხელი აქვს მოწერილი კოალიციის ყველა ლიდერს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც აინტერესებს დღევანდელი ჩიხიდან გამოსვლა. ჩვენ აქ ჩვენით დავჯექით, არავის არ უთქვამს. მაჟორიტარმა არ იცის და არც იცოდა. ჩვენ რვა თვე ვითმინეთ, რადგან არ გვინდოდა ვიღაცას დაენახა და ეთქვა, ეს ხალხი ბიძინას უპირისპირდებაო. ჩვენ ბიძინას მეგობრები ვართ, მისი თანამოაზრეები, ერთად ვიბრძოდით და ვამხელთ ყველა იმ უსახურ ხალხს, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილს ზურგში დანა ჩაარტყეს და უღალატეს. თუგინდ ის ფაქტი ავიროთ, რაც მოხდა საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებზე _ ისევ ის პროექტი გახორციელდა, რაც ჰქონდათ “ნაციონალებს”. ჩვენ მათ არაფერს ვერჩით და არც ვებრძვით, იმიტომ, რომ ისინი, ჯერჯერობით, კანონიერად არიან ადგილობრივ ხელისუფლებაში. ჩატარდება ახალი არჩევნები და მათ ბედს ხალხი გადაწყვეტს. ჩვენ იმაზე ვართ “აჭრილები”, ჩვენთან რომ იბრძოდნენ, პირველი პირები რომ იყვნენ და ამათთან მოახდინეს კოჰაბიტაცია და ამათ კანდიდატურებს ნიშნავენ.

_ დეპუტატსაც გულისხმობთ?

_ არა. დეპუტატია ერთადერთი პიროვნება ოზურგეთში, რომელსაც პარლამენტში კალამი უჭრის და აზროვნებს.

_ თუმცა, წინა ინტერვიუში კვაჭანტირაძეს საყვედურობდით, რომ კოჰაბიტაციაში შევიდა “ნაციონალებთან”

_ ახალგაზრდობაში ერთო გოგო მიყვარდა 5 წელი და ვენებს ვიჭრიდი. მაგრამ მოვიდა ის დღე და ვთქვი _ შენ შემოგევლე, ან _ იქით ან _ აქეთ. მერე ოჯახი შევქმენი, ცოლი მყავს, შვილები და ვცხოვრობთ სიამტკბილობით. ამ ხალხმა ხმა დეპუტატს მისცა და ბიძინა ივანიშვილს. შარაშენიძე დეპუტატს ევედრებოდა, რომ გაეყვანათ მისი კანდიდატურა. ზვიადი კაცურად მოიქცა, ენდო და პირველ ნოემბერს შეხვდა საკრებულოს დეპუტატებს, გააცნო კოტე და უთხრა _ ეს ჩემი კადრია და ამას უნდა დაუჭიროთ მხარიო. მაგრამ კოტემ უღალატა, თავის თავზე აიღო ყველაფერი. თურმე, მარტო კოტე და ბიძინა აკეთებს ერთად ყველაფერს და ერთად უნდათ ქვეყნის აღმშენებლობა, ჩვენ და დეპუტატი, თურმე, არაფერ შუაში არ ვართ. დეპუტატი არის ის პიროვნება, რომელიც ჩვენს, პარლამენტს და ამ ხალხს შორის არის ხიდი და არა კოტე შარაშენიძე. არ შეიძლება დეპუტატის ასე იგნორირება.

_ გამოდის, ეს კვაჭანტირაძის მხარდასაჭერი აქციაც ყოფილა…

_ ჩვენ ხელშეკრულება არ დაგვიდია დეპუტატთან. დაგვიჭერს თუ არა მხარს, მისი ნებაა. ამ საკითხებთან დაკავშირებით არანაირი კონტაქტი არ გვაქვს. გამოვიდა კოტე და ამბობს _ მე კოტე კი არ ვარ შარაშენიძე, მე ვარ ყვავი _ მე ვარ მუდმივი.

გიორგაძის თქმით, შარაშენიძე სოციალურად დაუცველ მოსახლეობას არ ეხმარება. სამშენებლო მასალა, რომელიც სტიქიით დაზარალებულებს გამოეგზავნათ, გამგეობის უკან დააწყო და სამი თვეა, ალპობს: _ ხალხი სთხოვს და არ აძლევს. ზოგს საგიჟეში აგზავნის, ზოგს ეუბნება, იქ რომ გამოიარეთ და იმათ რომ შეხვდით, ჩემთვის მიუღებელი ხარო. მაგისთვის განსხვავებული აზრი საერთოდ მიუღებელია. ეს რას გვეუბნება, იცით? მე ვარ ფაშა და აქ მე ვიქნებიო. ვერსად ვერ იქნება. ძალიან მეცოდებიან მაგის დედა და ბავშვები.

_ რას მიაღწევთ ამ აქციით?

_ ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობის აღდგენისთვის. ჩვენ დავამარცხეთ ფიზიკური განადგურების შიში, რითაც ყოველდღე გვემუქრებოდა. სააკაშვილის ფორმულაა _ დააშინე, რომ მართო ქვეყანა. ანალოგიურს გვიკეთებს დღეს შარაშენიძე. ბიჭები, რომლებმაც მართლა გული და სული დადეს და სოფელს ეგონა, ის ხალხი მოვიდოდა ადგილობრივ ხელისუფლებაში, საერთოდ დაივიწყა. რწმუნებული ჯერ რა ფიგურაა, მაგრამ იმ ხალხს უნდა. კოტე კი ხალხის აზრს არ იზიარებს, რადგან არ სჭირდება ადამიანები, რომლებსაც ვერ მართავს. მას ისეთი ხალხი უყვარს, რომლებიც ვაზელინებით დადის. სოფელი ნატანები მაგალითად _ თავი დადეს გობრონიძეებმა და იმხელა გამარჯვება დადეს, როგორც არასდროს, მაგრამ რად გინდა? ზოგს რას უგონებს, ზოგს _ რას. ჩვენ ერთად მოვდიოდით და ერთად უნდა ვყოფილიყავით ამ ქვეყნის მაშენებლები. ამ ხალხს უნდა მისცემოდა ამის საშუალება და არა აქ კარვები გადაეხურათ. გამოდიან და იმას იძახიან, ქორწილი გაქვთო?! ქორწილი არა, ქელეხია!

_ ეს ადამიანები რომ დასაქმდნენ, პრობლემა მოგვარდება?

_ დიდი მადლობა, რომ ეს კითხვა დამისვით. ჩვენ მაგისთვის არ ვართ აქ. თუ თქვენ გაიგებთ, რომ ნუგზარ გიორგაძე აქ პირველობისთვის იბრძოდა, რაც გინდათ, ის თქვით. მე მყავს ოჯახი და ვიცი, რომ სიბერეში არ შემცივდება და არ მომწყურდება, მაგრამ ამ ხალხის გვერდით ვიბრძოლებ ბოლომდე. ჩვენთვის ადგილი არის მეორეხარისხოვანი _ მთავარი სამართლიანობის აღდგენაა. ის ხალხი, რომელიც სოციალურ გაჭირვებაშია, სული ძვრება და კოტე რომ “ჟირნად” არის, აი, ამის წინააღმდეგი ვართ. ჩვენ ამას არ ვპირდებოდით ხალხს _ ჩვენ ვპირდებოდით, რომ ყველა ერთად და ერთმანეთის სასიკეთოდ გადავწყვეტდით პრობლემებს. თქვას კოტემ _ მანდარინის სეზონი მოდის ცოტა ხანში, გაუშვა ვინმე უკრაინაში? ხელშეკრულებები ჩამოიტანა, როცა ამის ბრწყინვალე საშუალებები და გარანტიებია?! ტროას ცხენივით რომ დადის, არაფრის გამკეთებელი რომ არ არის და იძახის, გამომყვნენ და ნახონ, რას ვაკეთებო, რას აკეთებს ეგ უწიგნური?! დათო მეცოდება (საუბარია პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეზე, ბიძინა ივანიშვილის მეგობარზე, დავით დარჩიაზე. ავტ). ოთხჯერ მივედით და გავაფრთხილეთ _ ნუ გააკეთებ ისე, რომ ბიძინასთან თავი შეირცხვინო და ის დაკარგო, რაც შენს და ბიძინას შორისაა,-მეთქი. მე მიხაროდა, რომ დათო გვერდზე დაგვიდგებოდა და “ჩერეზ” ბიძინათი დიდ საქმეს გავაკეთებდით. მაგრამ მაგათმა “აბოლეს” და ამის “დამბოლებელი”, სპექტაკლების შემსრულებელი კაკო სიხარულიძე იყო, რომელიც ოზურგეთს ვერ მოვაცილეთ. დადის და ყველა ღამე “გვალივერებს”.

აქ არც ერთი არ იტყვის, რომ სამსახური უნდა. შეიძლება, ჩამოვიდეს და თქვას _ მოდით, ბიჭებო, ყველას დაგასაქმებთო. არ არსებობს! ჩვენ სამართლიანობის აღდგენისთვის ვიბრძვით და კოტეს დამსახურებულ პენსიაზე ვუშვებთ ჩვენი მოთხოვნების შესრულების შემდეგ _ შემოვიდეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და გამოიძიონ 2009 წლიდან დღემდე, რა ხდებოდა და როგორი კოჰაბიტაცია მოახდინეს. ისიც გამოსაძიებელია, რომ ხალხი უწყლოდაა და მილიონებია დახარჯული. აი, ამიტომ ვიბრძვით, სხვა პრინციპი არ არსებობს. პრინციპი ერთია _ კოტე უნდა წავიდეს. მე ვპირდები დასაქმებას _ სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერი შენახული _ თოხით, ბარით, ცელით მოვამარაგებთ, რომ თავი არ იგრძნოს დამცირებულად. მას აქვს ერთი ჰექტარი მიწა და მშვენივრად შეუძლია კერძო ბიზნესი წარმართოს, თუ მენეჯერია, მაგრამ ეგ არც მენეჯერია.

ჩვენ, ახლა ხალხს ვევედრებით, რომ აქ არ მოვიდნენ, მუშა პროცესს არ შეუშალონ ხელი. ამიტომ არ გვინდა, თორემ ერთი ზარიც საკმარისია და ის კოორდინატორები, ის ხალხი, რომლებიც იბრძოდნენ და დღეს ხელმოცარულები სახლში ზიან, ყველა აქ მოვა. არ იფიქროთ, რომ პიროვნებებს ვებრძვით _ ჩვენ ვებრძოდით რეჟიმს და დავამარცხეთ. ბედნიერები ვართ იმით, რომ ბევრი უდანაშაულო ადამიანი გამოვიდა ციხიდან, დედები, შვილები, ცოლები გავახარეთ და კოტე ამბობს, ეს მე ვქენიო. ის დაავიწყდა მარინა სუნგულიას და ტიფო მიქატაძეს რომ ეხვეწებოდა, ფორთხვით რომ მიდიოდა, მხარი დამიჭირეთო. კოალიცია არ არსებობს რაიონში და ის კოტემ დაშალა. სანაცვლოდ კი ჩაეხუტა რუხ კარდინალ _ ლელა თავართქილაძეს, _ ამბობს გიორგაძე, რომლის მოსაზრებებსაც აქციის მონაწილეები სრულად იზიარებენ.

კოტე შარაშენიძეს ამ ბრალდებებზე პასუხის გაცემა არ სურს და ამბობს, რომ სათქმელი უკვე ითქვა. მისი განმარტებით, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის განკუთვნილი მასალა საჭიროებისამებრ რიგდება: _ ჩვენ არავის არაფერს ვაძლევთ. თავად ვუკეთებთ და აბსულუტურად ყველა დაზარალებულს ვეხმარებით, _ გვითხრა შარაშენიძემ.

კითხვაზე, “არის თუ არა მისი ქმედებების პროდიუსერი, რუხ კარდინალად შეფასებული ლელა თავართქილაძე”, შარაშენიძემ აღნიშნა, რომ დაუსაბუთებელ ჭორებზე კომენტარის კეთება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

კომენტარზე უარი გვითხრეს ლელა თავართქილაძემ და აკაკი სიხარულიძემაც. სიხარულიძის თქმით, ის არც ერთი პარტიის წევრი არ არის და ამ პროცესებთან საერთო არაფერი აქვს.

ჩვენ შევეცადეთ ზვიად კვაჭანტირაძის მოსაზრებებიც გაგვეგო, რომელიც, როგორც ამბობენ, აქციის მონაწილეებს მხარს უჭერს, თუმცა, დეპუტატმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"პრეზიდენტი ვალდებულია ითვალისწინებდეს საქართველოს თითოეული მოქალაქის კანონიერ ინტერესს"

"უზნეო პოლიტიკოსების" ხანა და "პატრიოტთა ალიანსის" რჩევა იუმორისტულ გადაცემებს

ყველა სიახლე

საზოგადოება

როგორი იქნება ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა _ საპროექტო ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

13:43; 2.03.2026
სამართალი

ჩოხატაურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

12:49; 2.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს მთავრობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

12:40; 2.03.2026
პოლიტიკა

პაატა ზაქარეიშვილი – ირანში რეჟიმის ჩამოშლა იოლი არ არის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია არაფერს ნიშნავს, ამით ისტორია არ მთავრდება

12:39; 2.03.2026
პოლიტიკა

რა აკავშირებს ირანის დროებითი სულიერ ლიდერს ალირეზა არაფს საქართველოსთან

11:32; 2.03.2026
სამართალი

ავტობანიდან მანქანა გადავარდა

11:11; 2.03.2026
საზოგადოება

ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა კაცი გადახტა

11:06; 2.03.2026
ფეისბუქსტატუსები

“აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

11:02; 2.03.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

10:41; 2.03.2026
ზაფრანი

ვინ მდიდრდება იშვიათად

10:32; 2.03.2026
მსოფლიო

ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

10:19; 2.03.2026
ზაფრანი

ვის უყვარს ორმაგი თამაში სიყვარულში

10:13; 2.03.2026
ზაფრანი

წარმატების ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი

10:10; 2.03.2026
ზაფრანი

რატომ უნდა გყავდეთ ზოდიაქოს ამ ორი ნიშნით დაბადებული ადამიანი მეგობრებში

10:00; 2.03.2026
მსოფლიო

„უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

9:58; 2.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

11:02; 2.03.2026
0

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო