საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადში მეტროს სადგური აშენდება, რომელიც მთლიანად ოქროთი იქნება მოპირკეთებული. სადგურის მშენებლობისთვის თანხებს საკუთარი სახსრებიდან საუდის არაბეთის მეფე აბდალა გაიღებს.
სადგურია პროექტირება დაევალა ბრიტანელ არქიტექტორს, წარმოშობით არაბს ზაჰე ჰადიდს. მისი თქმით, პროექტზე მუშაობისას მისი მუზა არაბეთის უდაბნო იყო, რომლის კონტურებითაც მოიხატება სადგური.
მეტროს შესასვლელიც სრულიად განსხვავებული იქნება _ სადგურის თავზე აშენდება მრავალსართულიანი, ფუტურისტული დიზაინის შენობა, სადაც განთავსდება სავაჭრო ცენტრი და ავტოსადგომი.