112 შეფერხებით მუშაობს, _ ამის შესახებ უწყება საგანგებო განცხადებას ავრცელებს და გადაუდებელი დახმარების საჭიროებისთვის დასარეკად მოსახლეობას ტელეფონის ალტერნატიულ ნომრებს აწვდის.
„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის განცხადება
ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შემოდის.
თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე:
599842206
598087761
577011139
577011174
591544384
591946840
591946870
591544375
ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება.
ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.