გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში, პროგრამული ხარვეზის გამო, ზარების მიღება დროებით შეფერხებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის. “112”-ის პროგრამისტთა ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება. მოსახლეობას მოვუწოდებთ, გადაუდებელი შემთხვევისას მოგვწერონ “112”-ის
“ფეისბუქის” გვერდზე, პირადი შეტყობინების სახით”, – აცხადებენ შსს-ში.