წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ხდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების რეაბილიტაცია, უკვე შესახლებული ობიექტების საკუთრებაში დაკანონება. ბოლო 6 თვის განმავლობაში განხორციელდა 40 ობიექტის გადაცემა დევნილთა სამინისტროსთვის, ხოლო 381 ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების მიზნით გამოიცა პრეზიდენტის განკარგულებები, ხოლო 452 ოჯახისთვის ქონების საკუთრებაში გადაცემის მიზნით შესაბამისი პროექტი წარდგენილია. ამასთან დევნილთათვის გადასაცემი ფართების მოძიების მიზნით მომზადდა შეთავაზების პროექტი, რომელიც მოიცავს საქართველოს მასშტაბით არსებულ 160 ობიექტს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved