მისი თქმით, აზიის განვითარების ფონდიდან 60 მილიონი გადმოირიცხა წყალმომარაგების სისტემის მშენებლობისა და აღდგენისთვის.
“განვითარების ფონდიდან, ჩვენ მივიღეთ დაფინანსების უპრეცედენტო მოცულობა. პროექტის დაწყებიდანვე 300 ადამიანი მინიმუმ იქნება დასაქმებული. ეს არის ხალხზე ორიენტირებული პროექტი და მე მიხარია, რომ რამდენიმე ათეული ათასი ოჯახი წყალს 24 საათის განმავლობაში მიიღებს,” _ თქვა ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიაა “Cobra Instalacionesy Servicios SA”. პროექტი 3 ქალაქში ახალი წყალომომარაგების სისტემის შექმნას ითვალისწინებს, რომლის თანახმად დაიწყება ქუთაისის, ფოთის და ანაკლიის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა -რეაბილიტაცია.
პროექტის მთლიანი ღირებულება 59 513 440,8 ლარს შეადგენს. წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა -რეაბილიტაციის ფარგლებში გაკეთდება წყალმომარაგების მილები, რკინა-ბეტონის რეზერვუარები. ასევე, აშენდება 4 სატუმბი სადგური, რომლის საერთო სიმძლავრე 4 516კბმ/სთ იქნება. ასევე, აშენდება წყლის გამწმენდი ნაგებობები.
ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობასა და აღდგენაზე 26 422 935 ლარი დაიხარჯება, რომლის შედეგად 14 000 ოჯახს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება, ხოლო 36 000 ოჯახი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით ისარგებლებს. ქუთაისში 2 სატუმბი სადგური და 4 ახალი რეზერვუარი აშენდება; მოხდება მოსახლეობის გამრიცხველიანებაც.
ანაკლიაში, რაც 8 000 კბმ მოცულობის რეზერვუარის, ახალი სატუმბი სადგურის გადამცემი მაგისტრალური ხაზის მშენებლობაზე 11 966 144 ლარი დაიხარჯება..
პროექტის დასრულების შემდეგ, 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება ფოთს, რომელზე პროექტიდან 21 124 361 ლარი დაიხარჯება, რის ფარგლებშიც იგეგმება ნაბადაში ახალი სატუმბი სადგური მშენებლობა.
ასევე აშენდება, რეზერვუარისა და ახალი წყალგამწმენდი ნაგებობების პროექტირება და ექსპლუატაციაში გაშვება.