მათი განცხადებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” დიმიტრი კოპალიანს ხელს უშლიან და ნებას არ აძლევენ ის რეფორმები გაატაროს, რომელიც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია.
აქციის მონაწილეები ქალაქის მერს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ განახორციელოს ის რეფორმები და ცვლილებები, რომელიც დაგეგმილი აქვს. საზოგადოება დიმიტრი კოპალიანს მხარდაჭერას პირდება. მათი განცხადებით, თუ საჭირო გახდება, მერის პოზიციის დასაცავად, ფართო მასშტაბიან აქციებს გამართავენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მერიის შენობა იმ ხალხისგან უნდა გაიწმინდოს, ვინც წლების განმავლობაში არაფერს აკეთებდა და ქალაქის ბიუჯეტს ფლანგავდა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერი ერთი თვეა, რაც თანამდებობაზე იმყოფება და ამ ხნის განმავლობაში მან პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა. დიმიტრი კოპალიანის მოსვლის შემდეგ მერიაში გამოცხადებული რეორგანიზაცია ძალაში შევიდა და მერიის 86 თანამშრომელი სამსახურის გარეშე დარჩა.