გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი თანამდებობრივი უფლების უხეში დარღვევაა. ყოფილი ვიცე-მერის, ამირან ძოწენიძის განცხადებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
მისივე თქმით, ის სამსახურეობრივი მოვალეობის უხეშად დარღვევებისთვის უკანონოდ გაათავისუფლეს, თუმცა, ფიქრობს, რომ გათავისუფლების ისაა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრია და ამით ვიღაცეებს ამით ხელს უშლის.
ძოწენიძე აღნიშნავს, რომ მას დასუფთავების მოსაკრებლის თანხას _ მილიონ 400 000 ლარს ედავებიან.
“მეუნებიან, რატომ გამოიყო ამდენი თანხა დასუფთავებისთვისო. არადა, ეს თანხა სწორედ იმ საკრებულოს უმრავლესობამ დაამტკიცა, რომლებიც ახლა იგივე შემადგენლობით სახელშეცვლილი “პატრიოტების” სახელით არიან საკრებულოში. ბიუჯეტი მათ მიიღეს და მე რატომ მედავებიან, გაურკვეველია. ერთი რამ ფაქტია _ ვიღაცებს ხელს უშლის ჩემი არსებობა მერიაში, არ მოსწონთ, რომ არ ვასრულებ მათ არაფორმალურ მითითებებს და ვარ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი,” _ განაცხადა ქუთაისის უკვე ყოფილმა ვიცე მერმა ამირან ძოწენიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიაში ვიცე-მერის 4 შტატი არსებობს. ამჟამად ორი უკვე ვაკანტურია.