შეხვედრას ქუთაისი მასპინძლობდა.
გულშემატკივართა აღშფოთება მასპინძელთა გუნდის მარცხმა გამოიწვია _ “ტორპედომ” თამაში საკუთარ მოედანზე კარში უპასუხო სამი გოლით დაასრულა. რასაც გულშემატკივრების გაღიზიანება და ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. პოლიციამ რამდენი მათგანი დააკავა.
როგორც “გურია ნიუსთან” საუბრისას ქუთაისის რაიონულმა პროკურორმა გიორგი ცხოვრებაძემ განაცხადა, ამ დროისთვის საქმის წარმოება წვრილმანი ხულიგნობისთვის 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ადმინისტრაციულ სახდელს ითვალისწინებს.
აღნიშნულ ფაქტზე დაკავებული სამი პირის სასამართლო პროცესი ამ წუთებში ქუთაისი საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. დაკავებულებიდან სამივე ქუთაისელია. პროკურორის განცხადებით, ინციდენტი წვრილმან ხულიგნობას შეიცავდა და ამიტომ ამ პირების გათავისუფლება, შესაძლოა დღესვე მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში გუშინ ევროპის ლიგის პირველ ეტაპზე, საქართველოს ბრინჯაოს პრიზიორ ქუთაისის “ტორპედოს”, სლოვაკური “ჟილინა” დაუპირისპირდა. მატჩი სტუმართა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა და 3:0 დასრულდა მათ სასარგებლოდ.