თავის მოსაზრებებს გამოთქვამს ახალი კოდექსის შესახებ და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
მინისტრი თვლის, რომ დღეისათვის ბლოგი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა საზოგადოებასთან პირდაპირი და გულწრფელი ურთიერთობისათვის. თეა წულუკიანის სურვილია, ყველა მნიშვნელოვან ფაქტსა თუ მოვლენასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება ამ ფორმითაც გაანდოს საზოგადოებას.
“გადატვირთული დღის რეჟიმის გამო, ხშირად ვერ ვახერხებ ამა თუ იმ საკითხზე კომენტარის გაკეთებას. თუმცა, არის თემები, რომელთა შესახებაც მინდა, საზოგადოებას ჩემი დამოკიდებულებები და მოსაზრებები გავუზიარო. მგონია, რომ ბლოგი ამის საშუალებას მომცემს”, − აღნიშნა თეა წულუკიანმა