(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ჩვენი ინფორმაციით, ლანჩხუთის მიხეილ ჩაჩავას სახელობის სამედიცინო ცენტრი მას შემდეგ, რაც მასზე მმართველობა ებრაულმა კომპანიამ აიღო, დატოვა ქირურგმა მალხაზ მირცხულავამ. როგორც გავარკვიეთ, ბატონი მალხაზი სამტრედიის საავადმყოფოში იმუშავებს, ამავდროულად, კვირაში ერთხელ, ის პაციენტებს ამირან ქანთარიას კლინიკა “ჯანმრთელობაში” მიიღებს. შეგახსენებთ, რომ მირცხულავა ცნობილი ქირურგია, ის ოპერაციებს აკეთებდა საომარ ვითარებაში. 2008 წლის აგვისტოში, ფოთის პორტის დაბომბვის შედეგად დაშავებულებს მალხაზ მირცხულავამ ურთულესი ოპერაციები გაუკეთა. მის მიერ ჩატარებული ოპერაციები ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით. მირცხულავა ჯიხეთის დედათა მონასტრის სტიქაროსანია.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved