კობახიძე მიიჩნევს, რომ განცხადებაში სწორი აქცენტებია დასმული და ქვეყანაში რეალურად უნდა ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელიც მთელ დემოკრატიულ საზოგადოებას დაანახებს, რომ ხელისუფლებას შეწევს დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ძალა. მისივე განცხადებით, ის შეცდომები, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაუშვა და როგორც ექცეოდა ის პოლიტიკურ ოპონენტებს, არ უნდა განმეორდეს.
“ის, როგორც გვექცეოდა ყოფილი ხელისუფლება ოპოზიციაში მყოფ პარტიებს არჩევნების წინა პერიოდში, ჩვენ არ უნდა დავუშვათ. შურისძიების მოტივი არ უნდა არსებობდეს და არავის არავისთვის სამაგიეროს გადახდა არ უნდა უნდოდეს. ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, ვისაც არჩევნებში მონაწილეობის სურვილი აქვს, უნდა მიეცეს თანაბარ პირობებში საარჩევნო კამპანიის წარმოების უფლება და ეს პირობები უნდა დავიცვათ. პოლიციამ, პროკურატურამ თავი უნდა შეიკავოს _ თუ არ არის განსაკუთრებული საფუძველი, არ მიიღოს არჩევნებში მონაწილე კანდიდატის დაპატიმრების გადაწყვეტილება, რადგან ეს პოლიტიკურ დევნად არ იყოს აღქმული. ჩვენ მთელ დემოკრატიულ საზოგადოებას უნდა დავანახოთ, რომ ხელისუფლებას შეგვწევს ძალა, ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები,” _ განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ.