კანონპროექტის ინიციატორის განცხადებით, მშობლები გათავისუფლებულები უნდა იყვნენ ყოველგვარი გადასახადისგან, რადგან ამის უფლებას კონსტიტუცია იძლევა.
“საბავშვო ბაღებში მშობლები უნდა გათავისუფლდნენ გადასახადისგან. არ შეიძლება დედები და მამები, რომელთაც ჰყავთ 6 წლამდე ასაკის ბავშვები, ორჯერ დავბეგროთ. კონსტიტუციაში შავი თეთრზე წერია, რომ სკოლამდელი აღზრდა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ. უზრუნველყოფა იმას ნიშნავს, რომ უზრუნველყოფილი იყოს და არა იმას, რომ შენობა არსებობდეს, რომელშიც მერე თქვენ ფულს გადაიხდით. ამას სახელმწიფო არ გვპირდება. მაშინ ყველა ბიზნესმენი ააშენებს შენობას და გააკეთებს კერძო ბაღს _ რაც ხდება და რაც ძალიან კარგია. თუმცა, ეს მშობლის არჩევანია. მეორე მოსმენით უმცირესობის შენიშვნები რამდენიმე ტიპის იყო. ის, რაც ამ კანონს ეხებოდა, მე ბოლომდე გავითვალისწინე. მათ აქვთ ისეთი შენიშვნები, რომელსაც ამ კანონთან არანაირი საერთო აქვს. უკვე საშემოდგომო სესიაზე ჩვენ შემოვიტანთ სრულყოფილ კანონს, რომელიც ეხება სკოლამდელ დაწესებულებებს,” _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა.