აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ის არ გაემიჯნება იმ გუნდს, რომელთან ერთადაც იყო და ქვეყნის მომავლისთვის იბრძოდა. მისი თქმით, “ქართული ოცნება” ის ძალაა, რომლის არჩევნებში გამარჯვება ქართველ მოსახლეობას მალე ტრაგიკულად შემოუბრუნდება: “ჩემი დამოკიდებულება პირველი ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით უკვე მაქვს. ვფიქრობ, ქართველ ხალხს სანანებელი გაუხდება პირველ ოქტომბერს “ქართული ოცნების” გამარჯვება. ჩვენ შეიძლება, ღირსი ვიყავით, რომ დავმარცხდით, მაგრამ “ქართულ ოცნებას” უნდა გაემარჯვა თუ არ უნდა გაემარჯვა, ამას მომავალი აჩვენებს. მე მიმაჩნია რომ “ქართული ოცნების” გამარჯვება, შესაძლოა, საქართველოს მოსახლეობას ტრაგიკულად შემოუბრუნდეს.”