და აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის და იუსტიციის მინისტრის განცხადების შემდეგ მისთვის ეს მოულოდნელობა იყო.
_ ჩემი პოზიცია არის თანამშრომლობა ადამიანების სასარგებლოდ და ყველაფერი უნდა უნდა გავაკეთოთ და სულ ვაკეთებ იმას, რომ მივიღოთ ის შედეგი, რითაც მოსახლეობა იქნება უფრო კმაყოფილი.
_ ეთანხმებით ბრალს, რომ “ცენტრ-პოინტის“ მიერ 400 მილიონია გაფლანგულ-მითვისებული?
_ აქ მოხდა, უბრალოდ, ბრალის წარდგენა. გულახდილად რომ გითხრათ, გავეცანი და ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ. ამიტომაც მაქვს გადაწყვეტილი, ვითანამშრომლო. დღეს პირველად ვიყავი პროკურატურაში, გავეცანი ბრალს, მეტი არაფერი.
_ ფიქრობთ თუ არა რომ პროკურატურა თქვენთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს?
_ მე ვარ მზად ყველაფრისთვის, რასაც სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტს, თუმცა ამას სჭირდება პროცესი, დრო და დღევანდელი დღე სიმართლე რომ გითხრათ, ჩატარდა ძალიან ზომიერად და ზრდილობიანად მოხდა ბრალის წარდგენა.
_ პოლიტიკურ ზეწოლას ხომ არ აქვს ადგილი?
_ მე ერთადერთი მაშფოთებს ძალიან და მიმაჩნია, რომ არ არის ეს სწორი და დროული მას შემდეგ, რაც გააკეთა განცხადება ბატონმა პრემიერმა და ქალბატონმა წულუკიანმა იმასთან დაკავშირებით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი ტიპის მოქმედებები იქნებოდა შედარებით უფრო შემცირებული და მეორე დღეს მოულოდნელად, სრულიად მოულოდნელად კეთდება ასეთი რამ. ამის მიუხედავად, მზად ვარ თანამშრომლობისთვის მხოლოდ ხალხის სასარგებლოდ.