ამის შესახებ ზესტაფონის საავადმყოფოს ექიმები აცხადებენ. მათი თქმით, დაშავებულების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მათ მსუბუქი დაჟეჟილობები აღენიშნებოდათ, რის გამოც პაციენტებზე დაკვირვება დღის ბოლომდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ რომ პოლონეთის ელჩს დღეს ქუთაისში, ქალაქის მერთან ოფიციალური შეხვედრა უნდა გაემართა, რომელიც ავარიის გამო გადაიდო. ავარია ზესტაფონის რაიონში სოფელ შროშაში მოხდა.