კამათი საქმის გარჩევასა და დეპუტატების კომიტეტის სხდომიდან გარეთ გახმობაში გადაიზარდა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, 7 ივლისს, “დინამო არენაზე” მომხდარ ფაქტს განიხილავდნენ, როცა, ჩიორა თაქთაქიშვილმა უმრავლესობის წევრს ზაზა პაპუაშვილს “მასხარა” უწოდა, რამაც ამ უკანასკნელის გაღიზიანება და საპასუხო რეაქცია გამოიწვია. საბოლოოდ, საქმეში გოკა გაბაშვილი ჩაერთო.
ამ წუთებშიც დეპუტატები აღნიშნულ დაპირისპირებას კომიტეტის ოთახის გარეთ “აგვარებენ”