საქმის მასალების მიხედვით, თენგიზ გუნავას ბრალი ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების ორ ეპიზოდში,ასევე ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების მიყენებაში.
_ ბრალდებული თენგიზ გუნავა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში წარდგენილ ორივე ეპიზოდში და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
თენგიზ გუნავა ცნობილ იქნა დამნაშავედ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი მითვისების ორივე ეპიზოდში, კერძოდ, 3000 ლიტრი ბენზინის და 49500 ლარის მითვისებაში და საბოლოოდ სასჯელთა შთანთქმის და 2012 წლის დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით, სასჯელის სახით განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
აღნიშნული განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, _ აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.