ამ ფაქტს ეხმიანები საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ნუგზარ წიკლაური: “სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის თანხები, რომელიც გამოიყენებოდა საიდუმლო მიზნით და მიმართული იყო ქართული მოსახლეობის დაცვისკენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თურმე, მითვისებულია. თენგიზ გუნავა არათუ ითვისებდა თანხებს, არამედ იყო ერთ-ერთი იმ ადამიანთა შორის, რომლებიც იცავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებასა და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის – ბოლო ომის დროსაც.
პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ყველა პოლიტიკური პირის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდებოდა, მაგრამ საპირისპირო მოხდა. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პრემიერ-მინისტრის სიტყვას არავითარი ფასი არ აქვს და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დევნა საპრეზიდენტო არჩევნებამდეც გრძელდება. ძალიან მძიმეა ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისათვის, ვხედავდე, როგორ ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტი პასუხისმგებლობისგან რუსეთის აგენტურას, სტრელნიკოვს, ჩახალიანს, როგორ უწოდებს მათ პოლიტიკურ პატიმრებს და სწორედ ამ პერიოდში აპატიმრებენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც იცავდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ძალიან კარგად წარმოაჩენს მმართველი პოლიტიკური გუნდის სახეს,” _ განაცხადა წიკლაურმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ თენგიზ გუნავას თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების 4 წლით აღკვეთა მიუსაჯა.