https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქართველი ფერმერის თეიმურაზ კობახიძის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს

7:07; 14.07.2013
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ბატონო ბიძინა, გამოვხატავ თქვენდამი უდიდეს პატივისცემას და თავს უფლებას ვაძლევ, გაცნობოთ იმ გადაულახავი პრობლემების შესახებ, რაც ფერმერთა დიდ ნაწილს შეექმნა. საკითხი ეხება “შეღავათიან აგრო კრედიტის“ სახელმწიფო პროგრამას, საბანკო სექტორთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ფერმერთა ურთიერთობას.

ბატონო ბიძინა, წინასწარ შენდობას გთხოვთ, თუ გულს გატკენთ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს, ვინაიდან ჩემ თავს მივიჩნევ თქვენს თანამებრძოლად. მთელი საარჩევნო ბატალიების მონაწილედ და თქვენი გამოსვლების გულმოდგინე მსმენელად. ვარ “ქართული ოცნების“ წევრი, 45 წლის, სამი შვილის და ხუთი შვილიშვილის პატრონი. არც ჩემი წარსულით ვარ დამძიმებული. აქედან გამომდინარე, მორალური უფლება მაქვს გაცნობოთ იმ შეცდომებზე, რაც “შეღავათიანი აგრო კრედიტის“ გახორციელებისას იქნა დაშვებული.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და პროექტების მართვის სააგენტომ, ამ საქვეყნო პროექტში ბანკების ფართო სპექტრის ჩართვასთან დაკავშირებით, ერთი შეხედვით მართებული გადაწყვეტილება მიიღო; თუმცა, როგორც ქართველებს გვჩვევია, სხვისი ხელით საქმის კეთება, პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და მრავალი მანკიერი თვისება, სრულად აისახა ამ მართლაც უდიდეს წამოწყებაში. უამრავი გლეხი და ფერმერი სულმოუთქმელად ელოდა და ელოდება დღემდე ხელმისაწვდომ იაფ რესურსს. მაგალითად: საბანკო სექტორს მიენიჭა სრული უფლება, ერთპიროვნულად გადაწყვიტოს ფერმერთა დაკრედიტების საკითხი, სამინისტროს ჩარევის, პროექტების შესწავლის და სხვა სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინების გარეშე. აღნიშნულ პროცესში საერთოდ არ ერევა სამინისტრო და მხოლოდ კრედიტის დამტკიცების შემდგომ, უბრალოდ ახორციელებს იმ ფუნქციას, რაც გათვალისწინებულია შეღავათების ნაწილში და წარმოადგენს შუალედურ რგოლს (გამტარს). ეს მიდგომა არასწორია, რიგი გარემოებების გამო: ქვეყანაში აგრარულ პოლიტიკას უნდა განსაზღვრავდეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და არა ბანკები, რომელთა რეპუტაცია ჩვენი მოქალაქეების უდიდეს ნაწილში ნდობას არ იმსახურებს; სამინისტრო ვალდებულია ჩაერიოს ყველა საჭირბოროტო საკითხში, მითუმეტეს თუ ეს საკითხი ეხება ფართოდ გავრცელებულ “გაპიარებულ“ სახელმწიფო პრიორიტეტს. ვფიქრობ, სამინისტროს ძირითად საქმიანობას უნდა წარმოადგენდეს შემდეგი საკითხები:

– ბიზნეს პროექტების მიღება, მათი ანალიზი, აღრიცხვა და მიზანშეწონილობის განსაზღვრა დროსა და სივრცეში;

– ფერმერთა პრობლემების ანალიზი, ერთიანი ბაზის შექმნა;

– რეგიონალური, რელიეფური და კლიმატური პირობების გათვალისწინებით სხვადასხვა დარგების განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივის განსაზღვრა;

– სასურსათო უსაფრთხოების და ექსპორტ-იმპორტის ბალანსის საკითხები, ასევე სასურსათო ბაზრის კვლევა იმპორტის ჩანაცვლების პერსპექტივის გათვალისწინებით;

– დაცლილი სოფლების და დემოგრაფიული პრობლემების ანალიზი, მცირე და საშუალო საოჯახო ფერმერული მეურნეობების შექმნა, სოფლის აღორძინების მიზნით;

– ერთიანი ბაზის შექმნა იმ ფერმერების დასახმარებლად, რომელთაც ბანკებმა უარი უთხრეს აგრო კრედიტის გაცემაზე;

– მაღალმთიანი სოფლების და ნოვაციური პროექტების განხილვა (სტარტაპი).

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი, საერთოდ არ აინტერესებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებს. საკითხავია რატომ უნდა აინტერესებდეს და “დღეღამ ფიქრობდეს“ ამ საკითხებზე საბანკო სექტორი, რომელიც, ბოლო 9 წლის მანძილზე, აგრარულ სექტორში მხოლოდ 1% საკრედიტო პორტფელით იყო წარმოდგენილი საქართველოს ბაზარზე და წლების განმავლობაში უცხო ქვეყნების ეკონომიკისა და ერთი მუჭა მონოპოლისტ-იმპორტიორთა წახალისების, გამდიდრების წყაროს წარმოადგენდა?! არაფერს ვამბობ იმ ფულად საკრედიტო პოლიტიკაზე, რასაც ახორციელებდა ეროვნული ბანკი, რაც ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკური დივერსიის ტოლფასია! იმედს ვიტოვებ,, ოდესმე სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცემა ამ ბოროტებას. მათი მეცადინეობით სასოწარკვეთაშია ჩავარდნილი მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი; სიღარიბემ და უმუშევრობამ ყოველგვარ ზღვარს გადააცილა და ერი ფორთხვის რეჟიმში გადაიყვანა.

“ფერმერთა ასოციაციაში“ გაწევრიანებული 700 მოქმედი ფერმერიდან, ამჟამად მხოლოდ რამდენიმემ შეძლო სესხის აღება, ისიც მე-2 კომპონენტში. მარტო ეს სტატისტიკა მეტყველებს ჩემი არგუმენტების სასარგებლოდ. ბოლო 2 თვის განმავლობაში, ჩემ მიერ ეს პრობლემა არაერთხელ იქნა დაყენებული სამინისტროს, ფონდის, სააგენტოს და პარლამენტის აგრარული კომიტეტის ხელმძღვანელების წინაშე… ასევე, 8-ჯერ გამოვედი სხვადასხვა ტელეარხის პირდაპირ ეთერში. შედეგი ნულოვანია! ასეთი გულგრილი, არასახელმწიფოებრივი მიდგომა ჩინოვნიკების მხრიდან ყველა ზღვარს სცილდება. მათი არგუმენტები “ყველას ხომ არ დავაფინანსებთო“ დანაშაულებრივია და შესაძლებელია, სამსახურებრივი გულგრილობით დაკვალიფიცირდეს. შე კაი კაცო! პროექტებს შენ არ იხილავ, ადგილზე ფერმერთან შენ არ ჩადიხარ, არ გაინტერესებს არაფერი, მოგდის ოფისში გამზადებული პროექტი ბანკიდან და გიხარია!… საიდან ასკვნი ამა თუ იმ ბიზნეს პროექტის ავკარგიანობას?!!

ცალკე განხილვის საგანია ის დახურული სივრცე, რაც სამინისტროსა და სააგენტოს აქვს შექმნილი შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ნაწილში; ესაო და, კრედიტი კომერციული საიდუმლოებაა – ამ მოტივით დაიხურა საინფორმაციო სივრცე. საინტერესოა, თუ ვისზე რამდენი სესხი გაიცა, რამდენი (სტარტაპი) დაფინანსდა, ვინ არის ის ბედნიერი ხალხი, ვინც ბანკების გირავნობა და სხვა მოთხოვნები დააკმაყოფილა! არ არის ცნობილი სახელმწიფოს სახელით სააგენტოს მიერ საბანკო სექტორთან დადებული ხელშეკრულებები, თუ რა ვალდებულებები აქვს აღებული ბანკს, რა შეზღუდვებია და სხვა საკითხები…

ასეთი მიდგომა ფაქტობრივად ზღუდავს ფერმერთა უფლებებს, იცოდნენ რისი მოთხოვნა შეუძლია ბანკს და რისი _ არა. მერე უკვირთ კორუფცია საიდან არისო?! გახსენით ყველა მონაცემი და მერე ვიმსჯელოთ კორუფციულ სქემებზე!

“სტარტაპი“ _ ამ სიტყვის გაგონებაზე სახე ეცვლება ამ პროექტში მონაწილე ყველა მოთამაშეს, იმ დროს, როცა იგი მთელ მსოფლიოში ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს!

თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო “საბოტაჟის“ შემცველ საკითხებზე, რის შესახებაც ტელეკომპანია “კავკასიის“ პირდაპირ ეთერში ჩემ მიერ იქნა გაჟღერებული. კერძოდ, თუ როგორ აიძულეს მოქმედი ფერმერი დათანხმებულიყო შეღავათიანი აგროკრედიტის აღების ნაცვლად, 20%-იანი სამომხმარებლო სესხი აეღო! დარწმუნებული ვარ, ეს ერთეული შემთხვევა არ იქნება; აღნიშნულ სტატისტიკაზე ჩვეულებრივ მოკვდავს ხელი არ მიუწვდება, ყოველივე ეს ეროვნული ბანკის ერთიან ბაზაში იქნება ასახული. თუ რა რეაგირება მოყვება ამ “საბოტაჟის“ შემცველ ფაქტს ეროვნული ბანკის მხრიდან, წინასწარ არის ცნობილი. მე და ჩემი კოლეგები გაოგნებული ვართ საბანკო სექტორის “მადით“ გირავნობისა და ქონების შეფასების ნაწილში. გირავნობა განეკუთვნება ფანტასტიკის სფეროს, რაც ფერმერთა უდიდესი ნაწილისთვის მიუღწევადია. მაგალითად, ჩემი კუთვნილი მიწის 1 ჰექტარი ბანკმა 500-600 ლარად შემიფასა, მაშინ როცა ირანის მოქალაქე 1 ჰექტარში 6 000 დოლარს მთავაზობს, ადგილმდებარეობიდან და ბიზნესპროექტიდან გამომდინარე! ეს კი არც ბანკს და არც სამინისტროს არ აინტერესებს… რა ვქნა, ბატონო ბიძინა, ხომ არ მივყიდო ირანელს მდინარე ალგეთის ნაპირას ჩემი მიწა? ხომ არ დავანგრიო ჩემი ხელით აშენებული პატარა საყდარი? ეს მიწა ჩვენი უწმინდესის კურთხევით მაქვს შეძენილი, რომელიც ჩემი 3 შვილიშვილის ნათლიაა. მალე ოქტომბერში ამ ქვეყანას მოევლინება კიდევ ერთი ბიჭუნა, მე-6 შვილიშვილი. ისიც უწმინდესის ნათლული იქნება, ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი პატრიარქი…

თქვენ, ბატონო ბიძინა, ჯანმრთელობასა და გამძლეობას გისურვებთ; მადლობას გიხდით ფაშისტური რეჟიმის დამარცხებისთვის და იმ ღვაწლისთვის, რაც თქვენ მიერ იქნა გაწეული. ახლა რეჟიმის ნარჩენების და უგულო ჩინოვნიკების მოცილების დრო დადგა, სხვაგვარად სოფელი ვერ აშენდება!

მახსენდება შარშან, “ქართული ოცნების“ სათავო ოფისში, წინასაარჩევნოდ, სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროგრამის პრეზენტაცია. ეს პროექტი 10-ჯერ მაინც მაქვს წაკითხული. აღრფთოვანებას იწვევს ავტორების პროფესიონალიზმი და ქვეყნის განვითარების ხედვა, რომელიც თქვენ მოიწონეთ და დაამტკიცეთ. აღნიშნული პროექტი, რატომღაც არ აქვთ წაკითხული სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელებს. მათ თავიანთი ხედვა აქვთ, განსაკუთრებით “ჯიპების“ ფანჯრებიდან კარგად ხედავენ დაცლილ სოფლებს, ასეულ ათასობით ტონა სურსათის იმპორტს, რომლის შემოტანასაც თვითონ უწყობენ ხელს წინა საიმპორტო ნებართვის გაცემის გათვალისწინებით! მოჯადოებული წრე _ ბანკი-იმპორტიორი-სამინისტრო, ხომ არ გეჩვენებათ ინტერესთა კონფლიქტის არსებობა?! რატომ უნდა იყოს დაინტერესებული საქართველოს ბანკი ჩემნაირ 200 ფერმერზე გასცეს სესხი და კონკურენტი გაუჩინოს თავის თავს?! მას ხომ ბედნიერი მონოპოლისტი იმპორტიორები მრავლად მოეძებნება თავის კლიენტურაში, რომლებსაც ასევე ბედნიერად აძლევს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წინასაიმპორტო ნებართვებს საქონლის შემოტანაზე! იდენტურია ბანკირებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩინოვნიკების საუბრები აღნიშნულ საკითხზე; შთაბეჭდილება მრჩება, რომ ერთმა პიარ-მენეჯერმა შეუდგინა მათ “მესიჯბოქსი“.

მიუხედავად ჩემი დაჟინებული მოთხოვნისა სამინისტროს განეხილა საინტერესო, ნოვაციური პროექტები, სოციალური დემოგრაფიული ეფექტის გათვალისწინებით, შეეფასებინათ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან ერთად და გაეცათ რეკომენდაციები ბანკებზე, მათი მხრიდან უარი მივიღე. ალბათ ისე იმოქმედა 9-წლიანმა რეგრესმა, რომ სპეციალისტები აღარ დარჩათ. ამას უკეთ გააკეთებს ბანკი. აი, ეს არის, ბატონო ბიძინა, მათი ხედვა!

იციან თუ არა სააგენტოში რამდენ ფერმერს უთხრეს უარი სესხის მიღებაზე, რამდენი საინტერესო პროექტი არ დაფინანსდა? _ არ იციან და არც აინტერესებთ! ამას თავისი კვალიფიკაცია აქვს იურისპრუდენციაში.

ორი თვე, ყველა ტელეარხზე გადიოდა აგროკრედიტის რეკლამა, სადაც სარეკლამო კლიპებს ლაიტმოტივად გასდევდა დიდი ოპტიმიზმი და სოციალური თანასწორობის აღქმა. რეკლამაში ქვეყნის ბიუჯეტის ფული დაიხარჯა, ალბათ მილიონზე მეტი, გახარებული იყო ფერმერთა დიდი ნაწილი. გავიდა 3 თვე და შედეგი ნული!

რაც შეეხება სოციალურ თანასწორობას, აქაც “ბედნიერად“ ვგრძნობთ თავს, განსაკუთრებით პროექტის მე-3 კომპონენტში, რომლის ხელმისაწვდომობა მხოლოდ იმ ერთეულების ხვედრია, რომლებიც ბოლო 9 წელი მეტ-ნაკლებად ნორმალურად თანაარსებობდნენ სააკაშვილის ფაშისტურ რეჟიმთან და მილიონიანი ბრუნვები ჰქონდათ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მესვეურებს რომ ვუსმენ, შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათ ბოლო 9 წელი საქართველოში არ უცხოვრიათ; უკვირთ, რატომ არ გვაქვს 30%-იანი თანადაფინანსების საშუალება; 400 000$ ლიკვიდური ქონება.. რატომ გვაქვს სტარტაპი და სხვა. გულგრილობა! ერთადერთი სახელმწიფო მოხელე, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ფერმერთა პრობლემები არის ბიზნეს ომბუდსმენი და მისი თანამშრომლები, თუმცა, სამწუხაროდ, უშუალოდ მათ არ ხელეწიფებათ ჩვენი საკითხის გადაწყვეტა.

დღევანდელი მდგომარეობით, ის დიდი მოლოდინი, რაც აგრო კრედიტებს ეხება, ფაქტობრივად, ჩავარდნის სტადიაზეა. რაც არ უნდა ციფრებით, სტატისტიკით იამაყოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ის იმედგაცრუება, რაც უამრავ ფერმერს შეეხო, ვერ გამოსწორდება ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების გამო. მათ არ უყვართ სოფელი, გლეხი და ქვეყანა, თორემ ამ მანკიერ სქემას არ დანერგავდნენ; დარწმუნებული ვარ, ამ პროექტის ტექნიკური ნაწილი ერთ-ერთი ბანკის ოფისში „გამოძერწეს“ მავანთა ბიზნესინტერესების გათვალისწინებით. „ბედნიერი“ მინისტრი ფიფია და მისი გუნდი ამტკიცებს, მხოლოდ კობახიძემ ვერ მიიღო სესხიო! ისე, ფიფიას შევახსენებ, ხშირად უნდა ჩავიდეს წყაროსთან, ხალხს მოუსმინოს! იქნებ მისთვის რაიმე სასიკეთო ამბავი გაიგოს გლეხისგან! როგორც იტყვიან „ წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო“; ჰოდა, შემოდგომაზე დაგვთვლის ფერმერებს სამინისტროს სარკმლიდან თოხებითა და ბარებით რომ მივადგებით, მერე უკვე გვიანი იქნება.

მე გაცნობიერებული მაქვს ჩვენი ქვეყნის ესოდენ მძიმე პერიოდი და თქვენი პიროვნული როლი ამ პროცესში. დარწმუნებული ვარ, ჩემ სატკივარს უამრავი ფერმერი იზიარებს. მე და ჩემი კოლეგები არ ვითხოვთ შემწეობასა და მოწყალებას _ მხოლოდ გრძელვადიან შეღავათიან სესხის ხელმისაწვდომობას ვითხოვთ, რაც მთელ ცივილიზებულ სამყაროში ჩვეულებრივი მოვლენაა!

დარწმუნებული არ ვარ, გულიდან ამოსული ჩემი სიტყვები თქვენამდე მოაღწევს, მაგრამ “ცდა ბედის მონახევრეაო!“

ღმერთმა დაგლოცოთ!

პატივისცემით, თეიმურაზ კობახიძე

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

სად ითოვებს _ ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:17; 31 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ან გაწმინდონ, ან მარილი დაყარონ” _ რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე

21:08; 30 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

12:59; 30 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 63 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

11:45; 30 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა „სანამ ბიზნესს დაიწყებთ“ შექმნა

11:39; 30 დეკემბერი, 2025

"თვითმმართველობის კანონის ძირითადი კონცეფცია ძლიერი სოფელია"

"კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბი შესაბამისი კანდიდატებით უნდა დაკომპლექტდეს"

ყველა სიახლე

საზოგადოება

სად ითოვებს _ ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:17; 31.12.2025
ზაფრანი

რიტუალები, რომლებიც ახალი წლის ღამეს ბედნიერების მისაზიდად უნდა შეასრულოთ   

10:09; 31.12.2025
ზაფრანი

სად და როგორ უნდა შეხვდეთ ახალ წელს   

10:08; 31.12.2025
ზაფრანი

რომელი სასმელი უნდა მიირთვათ ახალ წელს   

10:07; 31.12.2025
ზაფრანი

რა უნდა აჩუქოთ ბავშვებს ახალ წელს   

10:04; 31.12.2025
ზაფრანი

როგორი ნაძვის ხე შეგეფერებათ   

10:00; 31.12.2025
ზაფრანი

ახალი წელი, საჩუქარი, ასტროლოგია

9:53; 31.12.2025
საზოგადოება

“ან გაწმინდონ, ან მარილი დაყარონ” _ რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე

21:08; 30.12.2025
ფინანსები

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

18:16; 30.12.2025
სამართალი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

16:08; 30.12.2025
ფინანსები

ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ წელიწადში $4 მილიარდით შემცირდა

15:30; 30.12.2025
პოლიტიკა

ევროკავშირის ახალი მექანიზმი უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ძალაში დღეიდან შედის

14:20; 30.12.2025
სამართალი

“ნუ დაელოდებით მაღალი სიცხის 3-4 დღიან პერიოდს” _ ივანე ჩხაიძე მშობლებს მიმართავს

13:42; 30.12.2025
სამართალი

ოთარ ფარცხალაძე ბრალდებას არ აღიარებს – სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

13:01; 30.12.2025
საზოგადოება

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

12:59; 30.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო