როგორც “ახალგაზრდა ადვოკატების” ერთ–ერთმა ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქმე გვაქვს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევასთან და მნიშვნელოვანია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ დანაშაულის გამოვლინებას, რომელიც ქობულეთში მოხდა, როგორც სხვა შემთხვევაშიც, ახლაც მყისიერი გადაწყვეტილებებით უპასუხოს.
დღეს ქვეყანაშიც და შინაგან საქმეთა სამინისტროშიც მიმდინარეობს ძირეული ცვლილებები და რეფორმები, რაც კარგია და აღსანიშნავია, თუმცა ასეთ ცალკეულ ფაქტებს და შემთხვევებს ადგილი კვლავ აქვს. ამიტომაც, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ასეთ ფაქტებზე საზოგადოებას და არასამთავრობო სექტორს მეტი ინფორმაცია მიაწოდოს.
მომხდარი არამხოლოდ ადგილობრივი საზოგადოების საფიქრალია, არამედ, დანაშაულთან ბრძოლაში, მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოსთან ერთად, ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია უნდა დავდგეთ. გვაქვს იმედი მინისტრის სამართლიანი და პრინციპული შეხედულებისა დანაშაულთან მიმართებაში და დარწმუნებულები ვართ, როგორც წინა შემთხვევებში, ლმობიერს არ დატოვებს ქობულეთში მომხდარ ფაქტს.
“ახალგაზრდა ადვოკატები” გამოთქვამენ მზადყოფნას განვახორციელოთ ამ საქმეზე ადვოკატირება და მონიტორინგი, ვითანამშრომლოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უწყებებთან, რათა გაირკვეს სიმართლე და აღდგეს სამართლიანობა.