სამსახურის უფროსის თამაზ დეისაძის განცხადებით, ის ოჯახები, რომლებიც დასუფთავების მოსაკრებლის თანხას გაფრთხილებიდან 5 დღეში არ გადაიხდიან, 200 ლარით დაჯარიმდებიან.
დეისაძის თქმით, ქუთაისში დასუფთავების გადასახადი ერთ სულზე 50 თეთრს შეადგენს და ამ თანხის ამოღებაც თითქმის შეუძლებელია. მოსახლეობა წლების განმავლობაში არ იხდის დასუფთავების მოსაკრებელს.
“სანქციების ამოქმედება იმან გამოიწვია, რომ ოჯახები მოსაკრებელს, რომელიც ერთ სულზე 50 თეთრს შეადგენს, არ იხდიან, რის გამოც დავალიანება წლების განმავლობაში უგროვდებათ. თუ ხუთი დღის ვადაში ოჯახი დასუფთავების ფულს ვერ გადაიხდის, მაშინ ის ჩვენთან სამსახურში უნდა მოვიდეს და გადახდის გრაფიკი შედგება. ეს არ არის თბილისი, რომ დიდი გადასახადები იყოს _ სამსულიან ოჯახს წელიწადში 18 ლარის გადახდა უწევს,” _ თქვა ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსმა თამაზ დეისაძემ.