ამის შესახებ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ვახტანგ წოწონავა აცხადებს. მისი თქმით, კოპალიანი ამერიკაში შეხვედრებს ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე მართავს. ქუთაისის მერის შეხვედრები აშშ-ში რამდენიმე სენატორთან არის ჩანიშნული. ვიზიტის მთავარი მიზანი სამუშაო გამოცდილების გაზიარება და ინვესტიციების მოზიდვაა.
“ეს შეხვედრები ეხება, ინფორმაციის გაცვლას და გამოცდილების გაზიარებას. მერს შეხვედრები აქვს General Motors-ის წარმომადგენლებთან და ამერიკელ სენატორებთან. ქუთაისის მერის ამ ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს და ემსახურება ქალაქის ინტერესებს. უამრავი რამ იგეგმება ქუთაისის მერიაში და რომ არ გავუსწროთ მოვლენებს, მერი როდესაც ჩამოვა, საზოგადოებას აუცილებლად ჩააყენებს საქმის კურსში. ჩვენ უზრუნველვყოფთ მეტ გამჭვირვალობას, ღიაობას და კომუნიკაციას საზოგადოებასთან,” _ ამბობს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ვახტანგ წოწონავა.






























































