ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე დავით ზალკალიანმა განაცხდა.
“წინა საპარლამენტო არჩევნების დროს იყო შეზღუდვა საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეების მონაწილეობისას არჩევნებში. ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში გავაუქმეთ ეს შეზღუდვა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაწესდა და ეხებოდა საცხოვრებელი ადგილების რეგისტრაციის საბუთის წარდგენას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქალაქეს არ აყენებდნენ საკონსულო აღრიცხვაზე. ყველა ის დაბრკოლება, რომელიც ხელოვნურად იყო შემოტანილი წინა ხელისუფლების დროს, გაუქმებულია. მაქსიმალურად ვუმარტივებთ საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თამამემამულეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომას,” _ განაცხადა ზალკალიანმა.