მათგან ყველაზე უფროსი 3 წლისაა, ხოლო უმცროსი – 1 წლისა და 6 თვის.
შვლების ბუნებაში დაბრუნება პარკის თანამშრომელთა ზრუნვის შედეგად გახდა შესაძლებელი.
შვლების გაშვების ღონისძიებაში მონაწილეობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ მიიღეს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ქმედება ბიომრავალფეროვნების დაცვისკენ მიმართული საქმიანობის ერთ-ერთი მაგალითია, რაც უდავოდ შეიტანს წვლილს ცხოველთა დაცვის და კონსერვაციის თვალსაზრისით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.