პროტოპრესვიტერ მამა გიორგი ზვიადაძის განცხადებით, 17 მაისის მოვლენები კომიტეტმა ობიექტურად შეაფასა და არ წარმოჩინდა, როგორც მხარე. მისივე განცხადებით, ის, რაც 17 მაისს სასულიერო პირებმა ჩაიდინეს, მისაღები არ არის და ეკლესიისთვის ყველა სახის ძალადობა მიუღებელია
“ხაზი გაესვა იმას, რომ აქცია, რომელსაც „იდენტობა” და სექსუალური უმცირესობები მართავდნენ, გარკვეულწილად პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა. თან ქვეყანაში მძიმე ფონი იყო და ავღანეთში გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცები ქაშუეთის ეკლესიაში იყვნენ დასვენებული. რომ არა პოლიციის და სასულიერო პირების მხრიდან მოსახლეობის ძალადობისაგან დაცვის მცდელობა, შედეგები მძიმე იქნებოდა,” _ განაცხადა მამა გიორგი (ზვიადაძემ).
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 17 მაისის მოვლენებზე დასკვნა წარმოადგინა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.