პროკურატურის მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული განცხადებიდან კი ირკვევა, რომ არც ერთი ადვოკატი ექსპერიმენტს არ დასწრებია.
“გუშინ, 2013 წლის 16 ივლისს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, სადაც მითითებულია, რომ მხარეებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საგამოძიებო ექსპერიმენტში, დაცვის მხარეს კერძოდ, ბრალდებულ ვაჟა ნახუცრიშვილის ადვოკატს გიორგი გვარამაძეს, თეო ურუშაძის ადვოკატს გიორგი სამუშიას, ოთარ ქარჩავას ადვოკატს რაიბულ კირკიტაძეს, ომარ თედორაძისა და ზაზა მახარობლიძის ადვოკატს ლევან სამუშიას, კონსტანტინე ხუცაიძის ადვოკატს ვახტანგ კვიჟინაძეს, გივი ქაიხოსროშვილის ადვოკატს კახა ხვისტანს, ბესიკ თეთვაძის ადვოკატს დავით ხაჟალიას და ბრალდებულ მამუკა ივანიაძეს (მას ადვოკატი არ ყავს) 16:54 საათიდან 21:00 საათის ჩათვლით ეცნობათ, რომ 2013 წლის 17 ივლისს გამოძიების მიერ დაგეგმილი იყო საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება სართიჭალის საცდელ მეურნეობაში და სურვილის შემთხვევაში უფლება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ მასში.
საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად არ გამოცხადებულა დაცვის მხარის არც ერთი წარმომადგენელი. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო ექსპერიმენტი და მის მიმდინარეობას ესწრებიან ტელეკომპანია “მაესტროს” წარმომადგენლები,” _ ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.