მასთან ერთად იმყოფებოდა გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის სამსახურის უფროსი ირმა მგელაძე.
ნინო ხალვაშმა მიმოიხილა გასული 6 თვის მუშაობა: _ მუნიციპალიტეტში 20 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. მათ გადაეცათ მაცივარი და მუსიკალური ცენტრი, ასევე ელექტრო ხორცის საკეპი მანქანები.
ბაღებში არსებობს ექთნის შტატი, მათ პერიოდულად კონსულტაციებს უწევს ექიმი-პედიატრი ქეთევან ლიპარტელიანი.
საკრებულოს თავმჯდომარე დაინტერესდა, არსებობს თუ არა კრიტერიუმები, რომლის საშუალებითაც განისაზღვრება არის თუ არა ბავშვი სასკოლოდ მზად.
ამირან გიგინეიშვილმა მოუსმინა საბავშვო ბაღის აღმზრდელებს, რომელთა ძირითადი მოთხოვნა შეეხებოდა პედაგოგის სტატუსს, ასევე ისინი ხელფასების მომატებასაც ითხოვენ.
2013-2014 სასწავლო წლიდან საბავშვო ბაღებში სწავლა უფასო იქნება.