_ ამჯერად “პატრიოტების” რიგებს საკრებულოს წევრი, სერგო ლექვინაძე შეუერთდა. ლექვინაძემ “ნაციონალური მოძრაობის” რიგები რამდენიმე თვის უკან დატოვა და მას შემდეგ დამოუკიდებელ მაჟორიტარად რჩებოდა საკრებულოში, ამჯერად კი “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” რიგებშია.
ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიორგი უკლება ლექვინაძეს პოლიტიკურ გემოვნებას უწუნებს და აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ მან პარტია დატოვა, ყოფილი მმართველი გუნდისთვის ეს უმნიშვნელო იყო და ყურადღება არ მიუქცევიათ: _ რაკი ლექვინაძე “პატრიოტთა ალიანსს” შეუერთდა, გამოჩნდა რომ მას პოლიტიკური გემოვნება საერთოდ არ ჰქონია, _ აღნიშნა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური” მოძრაობის თავმჯდომარემ გიორგი უკლებამ.