პრაიმერიზში მონაწილე დელეგატების რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.
დებატების თემაა საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება;
ზუგდიდისა და ბათუმის პრაიმერიზის თემები საზოგადოებას ზურაბ ჭიაბერაშვილმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააცნო.
ზურაბ ჭიაბერაშვილი: “ზუგდიდის დებატების თემაა საგარეო ურთიერთობა, უსაფრთხოება, ოკუპირებული ტერიტორიები, კანდიდატებს ექნებათ საშუალება გააცნონ საზოგადოებას ამ საკითხებთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები, ხოლო ბათუმის დებატების თემა იქნება _ განათლება, კულტურა, ტურიზმი. სწორედ ის თემები, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია აჭარის რეგიონისთვის”.