გურამ ოდიშარიამ და მისმა პირველმა მოადგილემ, მარინე მიზანდარმა, გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმები მოინახულეს და პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.
როგორ გაირკვა, ორივე სახლ-მუზეუმის ჭერი დაზიანებულია და უამინდობისას წვიმა ჩამოდის. კულტურის მინისტრი ადგილობრივებს ამ კუთხით დახმარებას დაპირდა და აღნიშნა, რომ პრობლემა მალე მოგვარდება. მოგვიანებით კი ოდიშარია ვანის კულტურის სახლში, მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და მათთან ერთად არსებულ პრობლემებსა და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.