საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის სამართალდამცავებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს, დანარჩენებმა კი ძალოვნების კორიდორი გაარღვიეს და მერიის შენობას მიუახლოვდნენ.
აქციის მონაწილეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მათ არ შეუერთდნენ ავტობუსების და მიკროავტობუსების მძღოლები. აქტივისტების თქმით, ისინი აქციას მანამ არ შეწყვეტენ, სანამ არ გადაიხედება ტრანსპორტის ფასები.
20 ივლისიდან ერევნელები ავტობუსებით და მიკროავტობუსებით მგზავრობაში 150 დრამს (36,5 ცენტი) იხდიან, ძველი ფასი კი 100 დრამი (24,4 ცენტი იყო); ტროლეიბუსით მგზავრობის საფასურმა კი 50 დრამიდან 100 დრამამდე აიწია. არ გაძვირებულა მეტროპოლიტენით მგზავრობა _ ის ისევ 100 დრამი ღირს.