საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ჰერარდო მარტინო გახდა.
მარტინო მანამდე არგენტინულ კლუბში _ “ნიუელს ოლდ ბოისს” მუშაობდა, უფრო ადრე კი პარაგვაის ნაკრებს წვრთნიდა _ მაშინ პარაგვაელებმა საერთაშორისო ტურნირებში საკმაო წარმატებებს მიაღწიეს.
მარტინო, რომელმაც 1990-იან წლებში “ბარსელონას” შემადგენლობაში, როგორც ფეხბურთელმა რამდენიმე მატჩი ჩაატარა, 2011 წელს სამხრეთ ამერიკის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.