და თვლის, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც მონაწილეა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში და განზრახ პროვოკაციების მოწყობაში, კანონის შესაბამისად უნდა იყოს დასჯილი.
ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ მას შემდეგ გააკეთა განცხადება, რაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ზუგდიდში პრაიმერის დღეს მომხდარ ინციდენტში მთავარ დამნაშავეებად და მონაწილეებად “ქართული ოცნების” წევრები და კოორდინატორები დაასახელეს.
“ქართული ოცნება” ემიჯნება ძალადობას, გმობს, და მიუღებელია ნებისმიერი ტიპის ძალადობა. რომელიც გამოყენებულია და რაც შეიძლება მომავალში იყოს გამოყენებული _ ქვების, კვერცხების სროლა იქნება ეს, ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა. ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს ექნება უფლება, გამოხატოს თავისი პოზიცია. ამის უფლება აქვს ყველას, მაგრამ ნებისმიერ დარღვევა, რომელიც თვალსაჩინო იქნება, უნდა აღიკვეთოს. ეს არის სახელმწიფოს მოვალეობა. წინა ხელისუფლების პირობებში, ძალიან ბევრი ადამიანის უფლებები იყო დარღვეული, იმის ბევრი ფაქტი არსებობდა, რომ ადამიანების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ძალადობა. ყველას აქვს უფლება, გამოხატოს პროტესტი კანონის ფარგლებში და არა იმის უფლება, რომ ეს პროცესი გახდეს უმართავი _ არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის წევრი იქნება ეს. ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არის ცალსახა _ ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია და ვგმობთ. დანაშაულის ჩამდენი ადამიანი უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული,” _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ აბაშიძემ.